ხატია მელაშვილი (ასისტენტი)
ადამიანური რესურსების მართვის მაგისტრი;
მიმართულება: ადამიანური რესურსების მართვა;
სახალხო დამცველის აპარატის სამართლებრივი, მთავარი სპეციალისტი.
ხატია მელაშვილი არის საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, გასულ წლებში იკავებდა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების სამმართველოს სპეციალისტის პოზიციას.
ხატია მელაშვილს აქვს ადამიანის რესურსების მართვის სხვადასხვა მიმართულებით მუშაობის გამოცდილება. კერძოდ, საკადრო პოლიტიკის შემუშავება და განვითარება, პერსონალის მოზიდვა, შერჩევა, შესრულებული სამუშაოს შეფასება, თანამშრომელთა მოტივაცია და სხვ. პრაქტიკული მუშაობის პერიოდში განხორციელებული აქვს რამდენიმე კვლევა საზოგადოებაში აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით. მათ შორის: ინკლუზიური განათლება, შესრულებული სამუშაოს შეფასება და სხვა.