აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში სტუდენტებისთვის საქართველოს პროკურატურის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
EEU-ს პარტნიორი საქართველოს პროკურატურა 2017 წლის 15 მაისიდან 28 მაისის ჩათვლით სტაჟიორთა მისაღებ კონკურსს აცხადებს და მასში მონაწილეობა იურიდიული ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსისა და მაგისტრატურის სტუდენტებს შეუძლიათ.
საინფორმაციო შეხვედრაზე საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებმა სტუდენტებს სტაჟირების პროგრამასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. მომხსენებლებმა საქართველოს პროკურატურის ქვედანაყოფებზე, განხორციელებულ პროექტებზე, დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციებზე, პროკურატურაში დასაქმების უპირატესობებსა და კონკურსის წესებზე ისაუბრეს. ამასთანავე, სტუდენტებს საკუთარი გამოცდილება საქართველოს პროკურატურის სტაჟიორმაც გაუზიარა.
სტაჟირების პროგრამა საუკეთესო შანსია საქართველოს პროკურატურაში კარიერის დასაწყებად. აღსანიშნავია, რომ პროგრამის ფარგლებში სტაჟიორები შესაბამის ანაზღაურებას მიიღებენ.