აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტისა და დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის თანამშრომლობით 2019 წლის 29 ნოემბერს, 16:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის სახელობის აუდიტორიაში (№26) გაიმართება მედიცინის დოქტორის, პროფესორ გიორგი ფხაკაძის საჯარო ლექცია ,,ვაქცინები, როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტრუმენტი – კლინიკური, ეპიდემიოლოგიური და სოციალური საკითხები საქართველოში”.
გიორგი ფხაკაძე არის გაეროს გენერალური მდივნის დამოუკიდებელი ანგარიშვალდებულების პანელის (EWEC) და შიდსთან, ტუბერკოლოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის (GFATM) ტექნიკური განხილვის პანელის ექსპერტი, ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) პრევმოკოკის წინასწარი საბაზრო შეთანხმების (AMC) დამოუკიდებელი შეფასების კომიტეტის წევრი.
საჯარო ლექციაზე განხილული იქნება ვაქცინაციასთან დაკავშირებული ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის, კლინიკური, ეპიდემიოლოგიური და სოციალური ასპექტები – როგორც გლობალურ, ისე ადგილობრივ ჭრილში.
საჯარო ლექციაზე დასწრება თავისუფალია და ჩატარდება ინგლისურ ენაზე


