აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის 2020-2021 სასწავლო წლის სამეცნიერო გრანტების კონკურსში ოთხმა პროექტმა გაიმარჯვა.
საგრანტო კომისიამ კონკურსში წარმოდგენილი პროექტები შეაფასა და გამარჯვებულები გამოავლინა 2020-2021 სასწავლო წლის სამეცნიერო გრანტების კონკურსის პირობებისა და უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი პროექტების დაფინანსების წესის შესაბამისად.
საგრანტო კომისიის გადაწყვეტილებით 25 ათასი ლარით დაფინანსდა პროექტი:
- მძიმე მეტალებით ეკოსისტემის დაბინძურებასთან დაკავშირებული მოსახლეობის ინტოქსიკაციის და ონკოლოგიური დაავადებების რისკების შეფასება
პროექტის ხელმძღვანელი – თამარ ვარაზი
ხოლო 20-20 ათასი ლარით დაფინანსდნენ პროექტები:
- ურთიერთობებისა და სექსუალური განათლების განვითარება უმაღლეს სასწავლებლებში: აკადემიური პერსონალისა და პრაქტიკოსთა მოსაზრებების კვლევა საქართველოში
პროექტის ხელმძღვანელი – კახაბერ ლაზარაშვილი
- მომავლის საბაზო კომპეტენციების მოდელები
პროექტის ხელმძღვანელი – ლილი ბიბილაშილი
- მდინარე ისტორიულ ქალაქში, როგორც ტურისტული ინფრასტრუქტურის განმსაზღვრელი. ახალი რეალიები
პროექტის ხელმძღვანელი – გიორგი გიორგაძე
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი ულოცავს მათ სამეცნიერო გრანტების კონკურსში გამარჯვებას და უსურვებს პროექტების წარმატებით განხორციელებას.