ევროპის უნივერსიტეტების ასოციაცია (EUA) აცხადებს ყოველწლიურ კონფერენციას ”უნივერსიტეტები 2030: ხედვიდან რეალობამდე”. კონფერენცია გაიმართება 22-23 აპრილს დისტანციურ რეჟიმში.
ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის ყოველწლიური კონფერენციის ფარგლებში შედგება სხვადასხვა ფორმატის სესიები და განიხილება 2030 წლის ასოციაციის ხედვის – ”უნივერსიტეტები კედლების გარეშე” – გაანალიზებისათვის საჭირო ძირითადი ნაბიჯები და ქმედებები. კონფერენცია ქმნის პლატფორმას განხილვისთვის – როგორ უნდა იქცეს ხედვა რეალობად. კონფერენციის მსვლელობისას ყურადღება დაეთმობა გლობალურ პარტნიორებთან თანამშრომლობის გზით უნივერსიტეტების როლს კონკურენტული და მდგრადი ევროპის მშენებლობაში.
კონფერენციაზე რეგისტრაციის საფუძველზე, მიიღებთ ექსკლუზიური წვდომას ყველა ლაივ სესიაზე, სადაც ისაუბრებენ მაღალი დონის გამომსვლელები, ასევე, ხელმისაწვდომი იქნება ვებინარების ჩანაწერები და სხვა დამატებითი მასალა. კონფერენცია ასევე ხელს შეუწყობს პროფესიული კავშირების გაღრმავებასა და გაფართოებას.
უახლესი პროგრამა და დამატებითი ინფორმაცია კონფერენციის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ კონფერენციის ვებ – გვერდზე.
დეტალური ინფორმაციისა და რეგისტრაციისთვის, ეწვიეთ: