2020 წლის 18 თებერვალს გამოცხადდა კონკურსი ბიზნესისა და ინჟინერიისა და იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტებზე ასისტენტ-პროფესორის ვაკანტური აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად.
გაცნობებთ, რომ ახალი კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შეიცვალა საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის წესი. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საკონკურსო განაცხადები თანდართულ დოკუმენტებთან ერთად უნდა გამოგზავნოთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@eeu.edu.ge ან ფოსტის მეშვეობით მისამართზე: 0178 თბილისი, შატილის ქ. №4.
შეგახსენებთ, რომ არ შეცვლილა საბუთების მიღების ვადები და საბუთების მიღება იწარმოებს 2020 წლის 19 მარტიდან 29 მარტის ჩათვლით.
დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე
გისურვებთ წარმატებას!