საიკო სანიანგი (ასოცირებული პროფესორი) 
მიმართულება: საზოგადოებრივი ჯანდაცვა;
არდენის უნივერსიტეტის ჯანდაცვის მენეჯმენტის პროგრამისა და პროგრამის განვითარების ჯგუფის ხელმძღვანელი
საიკო სანიანგი არის არდენის უნივერსიტეტის (Arden University, UK) ჯანდაცვის მენეჯმენტის სკოლის უფროსის მოადგილე და უფროსი ლექტორი. ასევე, არის ამავე უნივერსიტეტის ბიზნესისა და მენეჯმენტის სკოლის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი. იგი არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამეფო საზოგადოების (Royal Society for Public Health) წევრი; უმაღლესი განათლების მმართველობისა (HEA) და ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მენეჯმენტის ინსტიტუტის (Institute of Health and Social Care) წევრი; გარდა ამისა, არის პირსონის (Pearson) BTEC სტანდარტების დამმოწმებელი და ხარისხის გარე შემფასებელი. ის ასევე არის უმაღლესი განათლების აკადემიის საპატიო წევრი და CMI-ს მენეჯერი.
საიკო სანიანგი აქტიურად ეწევა პროფესიულ და პედაგოგიურ საქმიანობას, გასულ წლებში იყო დევიდ გეიმის უმაღლესი განათლების კოლეჯის (David Game College of Higher Education, UK) ლექტორი და კვლევის ხელმძღვანელი, წმინდა პატრიკის კოლეჯის (St Patrick’s College, UK) ლექტორი, მოდულისა და კვლევითი პროექტების ხელმძღვანელი, გაერთიანებული სამეფოს ბიზნესისა და ტექნოლოგიების კოლეჯის (UK College of Business and Computing) ლექტორი. არის არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, პროექტის და კვლევის ხელმძღვანელი, პროფესიული განვითარების პროგრამების აქტიური მონაწილე.