პირველად საქართველოში ჩატარდა საგანმანათლებლო ექსპერიმენტი Capstone 2.0 ამერიკული სიმულაციური თამაშის ტექნოლოგიისა და ტრადიციული სწავლების მეთოდების შედარებით.
საგანმანათლებლო ექსპერიმენტი მიზნად ისახავდა სიმულაციური თამაშების სასწავლო პროცესში გამოყენების ეფექტიანობის შეფასებას სწავლების ტრადიციულ მეთოდთან შედარებით სტრატეგიული მენეჯმენტის საგანში.
ექსპერიმენტი განხორციელდა EEU განათლების მეცნიერებების პროგრამის დოქტორანტის ტარიელ ელაშვილის სადისერტაციო კვლევის ფარგლებში, რომელსაც ხელმძღვანელობს პროფესორი პოლ გიბსი. კვლევას მიღებული აქვს EEU-ს კვლევის ეთიკის კომიტეტის თანხმობა. კვლევა დაფინანსდა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის მიერ შიდა საუნივერსიტეტო კვლევითი გრანტის ფარგლებში.
კურსი 19 მაისდან 2025 წლის 14 ივნისამდე გაგრძელდა.
კურსის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცემათ ამერიკული სიმულაციური ცენტრის (Capsim) და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) სერტიფიკატი.
































