აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტი შალვა ზაგაიძე, აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტსა და ლონდონის ბიზნესისა და ფინანსების სკოლას შორის არსებული მემორანუმის ფარგლებში სასწავლებლად გაემგზავრა დიდ ბრიტანეთში. შალვამ მიიღო საუნივერსიტეტო დაფინანსება 15 000 ფუნტის ოდენობით და სწავლას განაგრძობს ლონდონის ბიზნესისა და ფინანსების სკოლაში.
შალვა ზაგაიძეს გამგზავრების წინ შეხვდა უნივერსიტეტის რექტორი და მას წარმატებები უსურვა.
ვულოცავთ მას ამ მიღწევას და ვუსურვებთ წარმატებებს!