„აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტი“ აცხადებს კონკურსს იურიდიულ ფაკულტეტზე ასოცირებული და ასისტენტ პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად.
ვაკანტური ადგილების რაოდენობა:
ა) ასოცირებული პროფესორი – 6 ვაკანსია
ბ) ასისტენტ–პროფესორი – 7 ვაკანასია
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:
ა) დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
ბ) არანაკლებ 3 (სამი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება.
შენიშვნა: ასოცირებულ პროფესორად შეიძლება არჩეული იქნეს პირი, რომელსაც არ აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხი ან/და სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილება, მაგრამ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 35–ე მუხლის მე–4 პუნქტის თანახმად, მისი კვალიფიკაცია შეიძლება დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია.
ასისტენტ–პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:
ა) დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, ან დოქტორანტურაში სწავლა.
საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია
ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ავტობიოგრაფია (CV);
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
ე) სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ) აკადემიური ხარისხის ან/და პედაგოგიური გამოცდილების არქონის შემთხვევაში, შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი
ზ) სალექციო კურსის სილაბუსი.
თ) კანდიდატმა სასურველია წარმოადგინოს ბოლო 5 წლის განმავლობაში შესრულებული ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც ყველაზე უკეთ წარმოაჩენს კონკურსანტის კვლევით პოტენციალს.
ასისტენტ–პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ავტობიოგრაფია (CV);
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი ან დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ე) აკადემიური ხარისხის ან დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტის არქონის შემთხვევაში, შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ) სალექციო კურსის სილაბუსი, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
კონკურსი ცხადდება 2013 წლის 16 იანვრიდან. საბუთების მიღება იწარმოებს 2013 წლის 18 თებერვლიდან 21 თებერვლის ჩათვლით უნივერსიტეტის კანცელარიაში.
კონტაქტი:
თბილისი, შატილის ქ. #4
ტელ: (032) 248 01 20; (032) 248 01 31;