flagEng
flagGeo
+995 32 248 01 41
info@eeu.edu.ge
Facebook
YouTube
  • EEU-ს შესახებ
    • რატომ EEU?
    • რექტორის მისალმება
    • მისია და განვითარების გეგმა
    • მართვა
      • რექტორი
      • წარმომადგენლობითი საბჭო
      • ვიცე-რექტორები
      • ადმინისტრაცია
      • სტრუქტურა
    • ხარისხის უზრუნველყოფა
    • აკადემიური პერსონალი
    • ინფრასტრუქტურა
    • იურიდიული ცნობარი
    • ახალი ამბები
      • სიახლეები
      • ვაკანსიები
  • განათლება
    • ფაკულტეტები
      • იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა
      • განათლების მეცნიერებები
      • ბიზნესი და ინჟინერია
      • ჯანდაცვის მეცნიერებათა
    • პროგრამები
      • საბაკალავრო პროგრამები
      • სამაგისტრო პროგრამები
      • სადოქტორო პროგრამები
      • მასწავლებლის მომზადების პროგრამა
      • სასწავლო პროგრამების კატალოგი
    • უწყვეტი განათლება
    • მიღება
      • ბაკალავრიატი
      • მაგისტრატურა
      • დოქტორანტურა
      • სასერტიფიკატო
      • მობილობა
    • სემესტრული რეგისტრაცია
    • აკადემიური კალენდარი
    • გზამკვლევი
  • კვლევა
    • კვლევის სტრატეგია და ანგარიშები
    • სამეცნიერო კონფერენციები
    • გრანტები
      • მოზიდული გრანტები
      • შიდა საუნივერსიტეტო გრანტები
    • კვლევითი პროექტები
      • მიმდინარე
      • განხორციელებული
    • გამოცემები
    • სამეცნიერო ჟურნალი
    • კვლევითი ერთეულები
    • სადოქტორო კვლევები
      • სადოქტორო და უმაღლესი განათლების კვლევების განვითარების ცენტრი
      • დოქტორანტების ნაშრომები
      • დოქტორანტის გზამკვლევი
    • კვლევის ეთიკა
      • ეთიკის ნორმები და რეგულაციები
      • კვლევის ეთიკის კომიტეტი
    • სიახლეები
  • საერთაშორისო
    • ინტერნაციონალიზაცია
    • საერთაშორისო პარტნიორები
      • უნივერსიტეტები
      • ორგანიზაციები
    • გაცვლითი პროგრამები
    • სიახლეები
    • საერთაშორისო სტუდენტებისთვის
      • პროგრამები
      • სერვისები
      • Covid – 19
    • საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტი
  • ბიბლიოთეკა
    • ბიბლიოთეკის შესახებ
    • ელექტრონული კატალოგი
    • ელექტრონული რესურსები
      • საერთაშორისო მონაცემთა ბაზები
      • ინტერნეტ რესურსები
  • სტუდენტური ცხოვრება
    • სტუდენტური თვითმმართველობა
    • ომბუდსმენის ოფისი
    • დასაქმება
    • დაზღვევა
    • სპორტი
    • კურსდამთავრებულები
    • გალერეა
      • ფოტო
      • ვიდეო
  • კონტაქტი

EEU-ს კანდიდატი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში

აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებით, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტმა რეკომენდაცია გაუწია და საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრების  ასარჩევად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საკუთარ კანდიდატად წარადგინა სამართლის აკადემიური დოქტორის,ასოცირებული პროფესორის ზურაბ ძლიერიშვილი.

ზურაბ ძლიერიშვილმა 1996 წელს წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია. 1997-1999 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში და 1999 წლის 23 ოქტომბერს წარმატებით დაიცვა იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატის (სამართლის აკადემიური დოქტორი) სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად წარდგენილი დისერტაცია თემაზე „უფლების დაცვის სასარჩელო ფორმის ძირითადი პრობლემები“. 1997  წლიდან ბატონი ზურაბი მიღებული იქნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტის სამოქალაქო სამართლის კათედრაზე თანამშრომლად და უკვე თხუთმეტი წელია ეწევა მეტად ნაყოფიერ სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობას.

ბატონი ზურაბი 2012 წელს არჩეული იქნა აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებულ პროფესორად. ბატონი ზურაბი არის სამოქალაქო სამართლისა და სამოქალაქო საპროცესო სამართლის აღიარებულ სპეციალისტი, ათეულობით სახელმძღვანელოს, მონოგრაფიისა თუ სამეცნიერო სტატიის ავტორი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარის თანაავტორი. მისი ხელმძღვანელობით  ბოლო სამი წლის განმავლობაში წარმატებით დაცულია  სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად წარდგენილი 9 სადისერტაციო ნაშრომი. იგი ასევე არის ათეულობით სამაგისტრო ნაშრომის ხელმძღვანელი თუ რეცენზენტი საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებში.  მას მიღებული აქვს მრავალი სამეცნიერო გრანტი და სტიპენდია ცალკეული კვლევების განსახორციელებლად სამართლის აქტუალურ საკითხებზე.

 

ბატონი ზურაბი ეწევა მეტად ნაყოფიერ პრაქტიკულ საქმიანობასაც. იგი არის საქართველოს ადვოკათთა ასოციაციის წევრი, ასევე როგორც საზოგადოების სწარმომადგენელი 2009 წლიდან არჩეულია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრად. არის მრავალი სახელმძღვანელოს რედაქტორი და რეცენზენტი, სხვადასხვა ჟურნალების სარედაქციო საბჭოს წევრი. მონაწილეობა აქვს მიღებული  საერთაშორისო თუ ადგილობრივი მნიშვნელობის მქონე მრავალ კონფერენციებში, რომლებიც დაკავშირებული იყო სამართლის აქტუალურ პრობლემებთან. ჩაბარებული აქვს მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით.

 

აკადემიური თანამდებობების კონკურსების შედეგები
ადამიანური რესურსების მართვის სამაგისტრო პროგრამა

სწრაფი ბმულები

უწყვეტი განათლების ცენტრი

FAQs

პედაგოგის ბაზა - EEU-EL

სტუდენტის ბაზა EEU-EL

საერთაშორისო პარტნიორები

დასაქმება

ბიბლიოთეკა

კონტაქტი

კამპუსი 1: ქ. თბილისი, ი. ენუქიძის ქ. 6 (დავით აღმაშენებლის ხეივანი, ამერიკის საელჩოს მიმდებარედ)
კამპუსი 2: ქ. თბილისი, ტ. ფუტკარაძის ქ. 1
+995 32 248 01 41;
info@eeu.edu.ge
Email
Facebook
YouTube
© 2021 East European University