განათლების კვლევებისა და ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა/Educational Research and Administration.
პროგრამა, სადაც შესაძლებელია განათლების მეცნიერებების მაგისტრის აკადემიური ხარისხის მიღება.
გახდი განათლების მეცნიერებების მაგისტრი და გამოიყენე შანსი დასაქმდე წარმატებით!!!
გამოიყენე საუნივერსიტეტო სტიპენდია და ისწავლე ერთი სემესტრი ლინცის (ავსტრია) უნივერსიტეტში!
ლინცის უნივერსიტეტი (PÄDAGOGISCHE HOCHSCHULE OBERÖSTERREICH)
სალექციო კურსებს უძღვებიან ლინცის უნივერსიტეტის პროფესორი იან ბოემი და კენტუკის უნივერსიტეტის პროფესორი ტაირონ ბიონესი, ასევე აღიარებული ქართველი განათლების ექსპერტები და სპეციალისტები (იხ. აკადემიური პერსონალი).
განათლების კვლევებისა და ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის მიზანია მისცეს სტუდენტს ღრმა და სისტემური თეორიული ცოდნა განათლების კვლევების/განათლების ადმინისტრირების მიმართულებით, მოამზადოს სტუდენტი წარმატებული პროფესიული საქმიანობისთვის განათლების მეცნიერებების ფართო პროფილით, დოქტორანტურის საფეხურზე სწავლის გასაგრძელებლად და კვლევების საწარმოებლად.
პროგრამის ხანგრძლივობა და სწავლების ენა:
• 2 წელი;
•120 ECTS კრედიტი;
• ქართული და ინგლისური
– უახლესი სტანდარტების გათვალისწინებით შედგენილი სასწავლო პროგრამა, გამორჩეული სასწავლო გარემო, უცხოელი და ქართველი პროფესორები, განათლების ექსპერტები, პროფესიონალებთან ნეთვორქინგი,
– საუნივერსიტო სტიპენდია და გაცვლითი პროგრამა ლინცის უნივერსიტეტთან (ავსტრია).
– დამსაქმებელ პარტნიორ კომპანიებში მიღებული პრატიკული ცოდნა და სურვილის შემთხვევაში კონკრეტული დასაქმების პერსპექტივა აღნიშნულ პროგრამას გამორჩეულსა და განსხვავებულს ხდის.
სწავლების საფასური და დამატებითი ინფორმაცია:
• 3000 ლარი (ერთი წელი);
• მისაღები სტუდენტების რაოდენობა: 30
• საუნივერსიტეტო სტიპენდიით მესამე სემესტრიდან სტუდენტებს საშუალება ეძლევათ სწავლა განაგრძონ ლინცის უნივერსიტეტში (ავსტრია)
• სწავლის დასრულების შემდეგ უნივერსიტეტის მიერ დასაქმების უზრუნველყოფა
საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპი – A
საუნივერსიტეტო გამოცდები – ტესტირება ინგლისურ ენაში/გასაუბრება სპეციალობაში
მისანიჭებელი კვალიფიკაცია – განათლების მეცნიერებების მაგისტრი/Master of the Science of Education
საკონტაქტო ინფორმაცია: 577 50 53 54; 032 248 01 41. eeu.edu.ge, info@eeu.edu.ge
მისამართი: შატილის ქ.4, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი
აღმოსავლეთ ევროპის სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველებს საშუალება ეძლევათ რეგისტრაცია გაიარონ როგორც უნივერსიტეტის კანცელარიაში (იხ. წარმოსადგენი დოკუმენტაცია და ვადები), ასევე ელექტრონული ფორმითაც (იხ. სააპლიკაციო ფორმა).