2014 წლის 27 ნოემბერს გაიმართება აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები.
საარჩევნო დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად სტუდენტურ თვითმმართველობაში თითოეული ფაკულტეტიდან აირჩევა ფაკულტეტზე აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებისაგან – ყოველ 30 სტუდენტზე ერთი დელეგატი.
კანდიდატები რეგისტრირებული იქნებიან ფაკულტეტებზე, ზოგ შემთხვევააში კი დაყოფილი იქნება სემესტრების მიხედვით, შესაბამისად ხმის მიცემის უფლება ექნებათ შესაბამისი ფაკულტეტის, ზოგ შემთხვევაში კი სემესტრის სტუდენტებს:
იურიდიული ფაკულტეტი: ბაკალავრიატის I-II სემესტრები; ბაკალავრიატის III-IV სემესტრები, ბაკალავრიატის V-VI-VII-VIII, ასევე დამატებითი სემესტრები და მაგისტრატურა,
ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტი: ყველა სემესტრი და სწავლების საფეხური ერთიანად,
ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი: ყველა სემესტრი და სწავლების საფეხური ერთიანად,
სტუდენტთა კანდიდატად რეგისტრაციისათვის აუცილებელი არის სარეგისტრაციო ბლანკის შევსება და მისი წარმოდგენა უნივერსიტეტის კანცელარიაში 2014 წლის 25 ნოემბრამდე.
აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტთა სია და დოკუმენტაცია ხელმისაწვდომი იქნება უნივერსიტეტის საინფორმაციო დაფაზე. ასევე უნივერსიტეტის ვებ.გვერდზე 2014 წლის 18 ნოემბრიდან.
2014-15 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტთა ერთიანი სია