აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი 2015-2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში აცხადებს შიდა მობილობას. ფაკულტეტის შეცვლის მსურველმა სტუდენტებმა დადგენილ ვადებში განცხადებით უნდა მიმართონ EEU–ს კანცელარიას.
არსებული ვაკანსიები:
➢ ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტი
ბიზნესის ადმინისტრირება (ფინანსები, მენეჯმენტი, მარკეტინგი) – 170 ვაკანსია;
➢ იურიდიული ფაკულტეტი
სამართალი – 5 ვაკანსია
➢ ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი
ინგლისური ფილოლოგია – 5 ვაკანსია.
საერთაშორისო ურთიერთობები – 5 ვაკანსია
ვადები:
➢ განაცხადის მიღება – 6 – 10 ივლისი;
➢ კრედიტების აღიარება – 13–20 ივლისი;
➢ აღიარებული კრედიტების სტუდენტთათვის გაცნობა – 21 ივლისი;
➢ ჩასარიცხ პირთა შესახებ სამართლებრივი აქტის მომზადება – 22 ივლისი.
განცხადებების მიღება იწარმოებს 10 – დან 18 სთ – მდე აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის კანცელარიაში.