საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი ლიკა გიორგაძე და იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები ეწვივნენ. მათ აკადემიის პრორექტორები, თამარ ტალიაშვილი და ფრიდონ დიასამიძე შეხვდნენ. შსს-ს აკადემიის წარმომადგენლებმა სტუდენტებს საკუთარი პროფესიული გამოცდილება გაუზიარეს და ყურადღება გაამახვილეს მათთვის საინტერესო საკითხებზე, კერძოდ, შსს-ს აკადემიაში არსებული სწავლების მეთოდოლოგიასა და პოლიციის უწყებებში კადრების მიღების პროცედურებზე.
აკადემიაში ვიზიტისას სტუდენტები პოლიციელთა მომზადების მეთოდიკას გაეცნენ და მოისმინეს პრეზენტაცია თემაზე: „სწავლება აკადემიაში“.
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ სტუდენტებმა აკადემიის ინფრასტრუქტურა, სასწავლო და ფიზიკური მომზადების ოთახები, იმიტირებული სასამართლო დარბაზი, იმიტირებული სასაზღვრო გამშვები პუნქტი, რეალური და იმიტირებული ტირები დაათვალიერეს.
სტუდენტების ვიზიტი გაცნობითი ხასიათის იყო და მიზნად ისახავდა ახალგაზრდებში სამართლებრივი კულტურის ამაღლებას და ამ გზით დანაშაულის პრევენციას.
https://www.youtube.com/watch?v=5iwjXnjf4Wk&feature=youtu.be