· აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტში მობილობის წესით გადმოსვლის უფლება აქვს მხოლოდ იმ სტუდენტს, რომლებიცმიმდინარე წლის 12 აგვისტოდან 30 აგვისტოს ჩათვლით გაივლიან რეგისტრაციას განათლების ხარისხის აკრედიტაციის ეროვნულიცენტრის ელექტრონულ პორტალზე (eqe.ge).
· მობილობის მსურველი პირი, ვალდებულია, 2 სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით განცხადებით მიმართოს EEU-ს დაწარადგინოს ყველა საჭირო დოკუმენტი. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამის ფაკულტეტზე ჩარიცხვის უფლებას, გარდაკანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
· EEUს ბაკალავრიატში მობილობის წესით სტუდენტთა ჩარიცხვისთვის დარეგისტრირებულ ვაკანტურ ადგილებზე ჩაირიცხებიანმხოლოდ ის სტუდენტები, რომელთაც ჩაბარებული აქვთ ერთიანი ეროვნული გამოცდები და მათ მიერ მიღებული შეფასებააღემატება მობილობის სხვა მსურველთა შესაბამის შედეგებს.
· 2013–2014 სასწავლო წლიდან EEU-ში მობილობის წესით ჩარიცხული სტუდენტებისათვის სემესტრული სწავლის საფასურიშეადგენს:
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე –1125 ლარს;
იურიდიულ ფაკულტეტზე – 1190 ლარი.
არსებული ვაკანსიები:
➢ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი – 40 ვაკანსია;
➢ იურიდიული ფაკულტეტი – 60 ვაკანსია.
ვადები:
➢ საბუთების მიღება – 3-10 სექტემბერი;
➢ EEU–ში გადმოსვლის მსურველ სტუდენტთა კრედიტების აღიარება – 11–12 სექტემბერი
➢ სტუდენტთათვის აღიარებული კრედიტების გაცნობა – 13–14 სექტემბერი
➢ საბოლოო შედეგები – 17 სექტემბერი
საბუთების ჩამონათვალი:
➢ განცხადება EEU-ს რექტორის სახელზე (განცხადების ფორმა ივსება საბუთების ჩაბარებისას უნივერსიტეტში);
➢ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დამოწმებული ასლი;
➢ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
➢ ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების სერტიფიკატის ასლი (არსებობის შემთხვევაში);
➢ ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
➢ სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის დამოწმებული ასლი (უმაღლეს საგანმანათლებლოდაწესებულებაში სტუდენტის ჩარიცხვის ბრძანების ასლი დამოწმებული უნდა იყოს უმაღლესი საგანმანათლებლოდაწესებულების ბეჭდითა და ხელმოწერით);
➢ სტუდენტის სასწავლო ბარათის ასლი (ამონაწერი დამოწმებული უნდა იყოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისბეჭდითა და ხელმოწერით);
➢ სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
➢ უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი
შენიშვნა: კონკურსის დამთავრების შემდეგ, წარმოდგენილი საბუთები კონკრსანტს უკან არ უბრუნდება.
საბუთების მიღება იწარმოებს 10– დან 17 სთ – მდე აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტის კანცელარიაში.მისამართი: თბილისი, შატილის ქ. #4