გაცნობებთ, რომ ხუთშაბათს, 11 ოქტომბერს, 14:00 სთ–ზე, აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება შეხვედრა საერთაშორისო დოკუმენტური ფილმების ფესტივალთან დაკავშირებით.
ფესტივალის ორგანიზატორები წარმოადგენენ პრეზენტაციას და სტუდენტებს გააცნობენ ფესტივალის პროგრამას. ფესტივალი გაიმართება 15–20 ოქტომბერს კინოთეატრ რუსთაველსა და ამირანში.
სტუდენტებს,რომლებიც დაინეტერესებულნი არიან კრეატიული დოკუმენტური ფილმებით, ველოდებით შეხვედრაზე. განაახლე ხედვა! დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულში.
facebook page: https://www.facebook.com/CinedocTbilisi?fref=ts