აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტში (eeu) გადმოსვლის უფლება აქვს მხოლოდ იმ სტუდენტს, რომელმაც დადგენილ ვადაში გაიარა რეგისტრაცია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ელექტრონულ პორტალზე (eqe.ge).
მობილობის მსურველი პირი ვალდებულია, უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრულ ვადაში მიმართოს განცხადებით აესუ–ს, წინააღმდეგ შემთხვევაშიიგი კარგავს აღნიშნულ ფაკულტეტზე ან საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლებას, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
აესუ–ს ბაკალავრიატში მობილობის წესით სტუდენტთა ჩარიცხვისთვის დარეგისტრირებულ ვაკანტურ ადგილებზე ჩაირიცხებიან მხოლოდ ის სტუდენტები, რომელთაც ჩაბარებული აქვთ ერთიანი ეროვნული გამოცდები და მათ მიერ მიღებული შეფასება აღემატება მობილობის სხვა მსურველთა შესაბამის შედეგებს.
2014–2015 სასწავლო წლიდან აესუ–ში მობილობის წესით ჩარიცხული სტუდენტებისათვის სწავლის საფასური განისაზღვროს სემესტრში:
ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტზე –1125 ლარი.
იურიდიულ ფაკულტეტზე – 1190 ლარი.
ვაკანსიები:
ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტი – 50 ვაკანსია;
იურიდიული ფაკულტეტი – 80 ვაკანსია;
ვადები:
დოკუმენტაციის მიღება- 25 აგვისტო – 3 სექტემბერი;
უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველ სტუდენტთა კრედიტების აღიარება– 4–5 სექტემბერი;
აღიარებული კრედიტების სტუდენტთათვის გაცნობა – 8 სექტემბერი;
ჩასარიცხ პირთა შესახებ ბრძანების პროექტის მომზადება და სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში წარდგენა– 10 სექტემბერი.
საბუთების ჩამონათვალი:
განცხადება აესუ-ს რექტორის სახელზე (განცხადების ფორმა ივსება საბუთების ჩაბარებისას);
ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დამოწმებული ასლი;
პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული სერტიფიკატის დამოწმებული ასლი (2005-2010 წლებში ჩარიცხულთათვის);
სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის დამოწმებული ასლი;
სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტი დამოწმებული;
სტუდენტის სასწავლო ბარათის დამოწმებული ასლი;
უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
საბუთები მიიღება 10–დან 17 სთ – მდე აესუ–ს კანცელარიაში.
მისამართი: თბილისი, შატილის ქ. #4.