2014 წლის 22 ოქტომბერს აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტის პირველკურსელი სტუდენტები ეწვივნენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს. მათ უმასპინძლათ სასამართლოს თავმჯდომარის აპარატის უფროსმა ბატონმა უჩა თოდუამ, რომელმაც საინტერესო პრეზენტაცია ჩაატარა სასამართლოს ორგანიზაციასა და სტრუქტურასთან დაკავშირებით. პრეზენტაციის დროს სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა დაესვათ მათთვის საინტერესო შეკითხვები, გაიმართა დისკუსია. პრეზენტაციის შემდეგ სტუდენტებს შეხვდა სააპელაციო სასამართლოს მოქმედი მოსამართლე შორენა ყაველაშვილი, რომელიც ესაუბრა მათ მოსამართლის პროფესიის როლსა და მნიშვნელობაზე. ვიზიტის ბოლოს სტუდენტებმა დაათვალიერეს სასამართლოს შენობა და სხდომის დარბაზები.