ისწავალე, დასაქმდი და იყავი წარმატებული!!
ადამიანური რესურსების მართვის სამაგისტრო პროგრამა/Human Resources Management
პირველი აკადემიური პროგრამა საქართველოში, რომელიც შესაძლებლობას იძლევა მიიღოთ ადამიანური რესურსების მართვის მაგისტრის აკადემიური ხარისხი.
პროგრამის ხელმძღვანელები: პროფესორი ლილი ბიბილაშვილი, ასოც. პროფესორი ნინო ბერუაშვილი
პროგრამის მიზანს წარმოადგენს ადამიანური რესურსების მართვის თანამედროვე მიდგომებისა და თეორიების სწავლების გზით სტუდენდების პროფესიონალებად ჩამოყალიბების უზრუნველყოფა, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში ორგანიზაციების ეფექტიანი მენეჯმენტის განხორციელებას.
პროგრამა ორიენტირებულია ადამიანური რესურსების მართვის თანამედროვე თეორიებსა და პრაქტიკაზე, მოიცავს ისეთ აქტუალურ თემებს, როგორიცაა ორგანიზაციის სტრატეგიული მართვა, დინამიკისა და განვითარების სწავლება და ა.შ.
პროგრამის ხანგრძლივობა და სწავლების ენა:
• 2 წელი;
• 120 ECTS კრედიტი;
• ქართული (სასწავლო ლიტერატურის ნაწილი ინგლისურენოვანია)
– უნიკალური სასწავლო პროგრამა, გამორჩეული სასწავლო გარემო, უცხოელი და ქართველი პედაგოგები (იხ. აკადემიური პერსონალი) , პროფესიონალებთან ნეთვორქინგი, გაცვლით პროგრამები საუნივერსიტეტო სტიპენდიით და დამსაქმებელ პარტნიორ კომპანიებში (შპს ,,ჯეოსელი", სს ,,ვისოლ ჯგუფი", შპს ,,ჯინო ფერედაისი" სს ,,ნატახტარი", შპს ,,HR პარტნერსი", სს ,,ნოვა ტექნოლოგი“, ,,დასაქმების სააგენტოთა ასოციაცა“ და ა. შ.) მიღებული პრატიკული ცოდნა და კონკრეტული დასაქმების შესაძლებლობა – აღნიშნულ პროგრამას გამორჩეულსა და განსხვავებულს ხდის.
სწავლების საფასური და დამატებითი ინფორმაცია:
• 3000 ლარი (ერთი წელი);
• მისაღები სტუდენტების რაოდენობა: 50
• საუნივერსიტეტო სტიპენდიით მესამე სემესტრიდან სტუდენტებს საშუალება ეძლევათ პარტნიორ ევროპის უნივერსიტეტებში სწავლის.
საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპი – B
საუნივერსიტეტო გამოცდები – ტესტირება ინგლისურ ენაში/გასაუბრება სპეციალობაში
მისანიჭებელი კვალიფიკაცია – ადამიანური რესურსების მართვის მაგისტრი / Master of Human Resources Management
რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია, როგორც უნივერსიტეტის კანცელარიაში (იხ. წარმოსადგენი დოკუმენტაცია და ვადები), ასევე ელექტრონული ფორმით (იხ. სააპლიკაციო ფორმა).
საკონტაქტო ინფორმაცია: 577 505354; 032 248 01 41. eeu.edu.ge, info@eeu.edu.ge
მისამართი: შატილის ქ.4, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი