პროგრამა, სადაც შესაძლებელია ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის (ფინანსებში) აკადემიური ხარისხის მიღება.
პროგრამის ხელმძღვანელი: პროფესორი ავთანდილ გაგნიძე
ბიზნესის ადმინისტირების სამაგისტრო პროგრამის მიზანია ფინანსების მართვის თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების, სამეცნიერო კვლევებისა და კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადება, რომელთაც ექნებათ ღრმა და სისტემური ცოდნა ფინანსების, საბანკო საქმის და ფულად-საკრედიტო სისტემის სფეროებში.
პროგრამის ხანგრძლივობა და სწავლების ენა:
• 2 წელი;
• 120 ECTS კრედიტი;
• ქართული
თანამედროვე სტანდარტების მიხედვით შედგენილი, სტუდენტზე ორიენტირებული სასწავლო პროგრამა, კომფორტული სასწავლო გარემო, პროფესიონალიზმით გამორჩეული პროფესორ-მასწავლებლები (იხ. აკად. პერსონალი), უახლესი სასწავლო მასალა, პროფესიონალებთან ნეთვორქინგი, საუნივერსიტეტო სტიპენდიებით გაცვლით პროგრამები ლონდონის, პრაღის, ლოძის, ტურიბას, ტალინის უნივერსიტეტებთან და ორმაგი ხარისხის მიღების შესაძლებლობა რიგის უნივერსიტეტთან.
დამსაქმებელ პარტნიორ კომპანიებში მიღებული პრატიკული ცოდნა (შპს ,,ჯეოსელი", სს ,,ვისოლ ჯგუფი", შპს ,,ჯინო ფერედაისი" სს ,,ნატახტარი", შპს ,,HR პარტნერსი", სს ,,ნოვა ტექნოლოგი“, ,,დასაქმების სააგენტოთა ასოციაცა“,სს ,,ბაზის ბანკი“ და ა. შ.) კონკრეტული დასაქმების შეთავაზება – აღნიშნულ პროგრამას გამორჩეულსა და განსხვავებულს ხდის.
სწავლების საფასური და დამატებითი ინფორმაცია:
• 3000 ლარი (ერთი წელი);
• მისაღები სტუდენტების რაოდენობა: 70
• მესამე სემესტრიდან სტუდენტებს საშუალება ეძლევათ დამატებითი გადასახადების გარეშე ერთი სემესტრი ისწავლონ ლონდონის, ლოძის, პრაღის, ტურიბას, ტალინის და რიგის უნივერსიტეტებში.
• ორმაგი ხარისხი რიგის უნივერსიტეტთან ,,ბალტიის საერთაშორისო აკადემია (ევროპული აკრედიტაცია).
დეტალური ინფორმაცია სამაგისტრო პროგრამის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე
საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპი – B
საუნივერსიტეტო გამოცდები – ტესტირება ინგლისურ ენაში/გასაუბრება სპეციალობაში
მისანიჭებელი კვალიფიკაცია : ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი (ფინანსები) / Business Administration (Finance)
სამაგისტრო პროგრამაზე სტუდენტებს საშუალება ეძლევათ რეგისტრაცია გაიარონ, როგორც უნივერსიტეტის კანცელარიაში (იხ. წარმოსადგენი დოკუმენტაცია და ვადები), ასევე ელექტრონული ფორმითაც (იხ. სააპლიკაციო ფორმა)
საკონტაქტო ინფორმაცია: 577 505354; 591 936 777; 032 248 01 41. eeu.edu.ge; info@eeu.edu.ge
მისამართი: შატილის ქ.4, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი