ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მიწვევით აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის საერთაშორიო ურთიერთობების სტუდენტები ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს დავით ბაქრაძეს და სსიპ “ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის” დირექტორის მოადგილეს თამარ მედულაშვილს შეხვდნენ. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები. სახელმწიფო მინისტრმა ახალგაზრდებს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმდინარეობის პროცესზე დაწვრილებითი ინფორმაცია მიაწოდა. დავით ბაქრაძემ ყურადღება გაამახვილა ასოცირების ხელშეკრულების განხორციელებასა და ვიზის ლიბერალიზაციის მნიშვნელოვან ასპექტებზე. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.