საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა მერი დაუშვილმა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა დავით ჩერქეზიშვილმა. თანამშრომლობის მიზანია კვალიფიციური სპეციალისტების მომზადება და სტუდენტების პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება. მემორანდუმის ფარგლებში მოხდება ერთობლივი თემატური სემინარების, კონფერენციების, საჯარო ლექციების/ტრეინინგების და სხვადასხვა ღონისძიების ორგანიზება.
გაფორმებული მემორანდუმი ასევე მიზნად ისახავს სტუდენტთა სამუშაო პრაქტიკის გავლას. აღნიშნული მემორანდუმი ითვალსიწინებს სტუდენტების ხელშეწყობას მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებად ჩამოყალიბების პროცესში.