„აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტსა“ და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი ბიზნესის ადმინისტრირებისა და აგრო-ბიზნეს მენეჯმენტის მიმართულებით კვალიფიციური განათლების ხელშეწყობას, ასევე ერთობლივი პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებას ისახავს მიზნად. პროექტი სტუდენტთა პროფესიულ განვითარებას, მათ დასაქმებასა და სოფლის მეურნეობის სფეროში წარმატებულ საქმიანობას შეუწყობს ხელს. აღნიშნულ მემორანდუმს ხელი „აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის“ რექტორმა დავით ჩერქეზიშვილმა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ მოაწერეს.