„აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის” რექტორი დავით ჩერქეზიშვილი და EEU-ს სტუდენტები დღეს გულაშვილების მრავალშვილიან ოჯახს ესტუმრნენ, ახალი წელი მიულოცეს და EEU Loyal box-ში შეგროვებული სხვადასხვა ნივთი გადასცეს. ამ ოჯახის ისტორიამ EEU-ს მიერ გამოცხადებულ კონკურსში ყველაზე მეტი მოწონება (Like) დააგროვა და სტუდენტების თანადგომა დაიმსახურა.