დღეს, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში, ცესკოს საჯარო ლექცია თემაზე “ინფორმირებული ახალგაზრდა ამომრჩეველი”გაიმართა, რომელსაც, ცენტრალური საარჩევნო კომისიის საარჩევნო სისტემების განვითარებისა და რეფორმების ცენტრის წარმომადგენელი, გიორგი დიდიძე უძღვებოდა.
ლექციის მიზანი ახალგაზრდა ამომრჩეველთა სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა და ახალგაზრდების იმ ნაწილის გააქტიურებაა, რომლებიც არჩევნებში პირველად იღებენ მონაწილეობას. აღნიშნულ პროექტს, „არჩევნები და არჩევნებში მონაწილეობის მნიშვნელობა“, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი ახორციელებს.
საჯარო ლექციაზე დამსწრე სტუდენტებს მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ.