17 მაისს, 19:00 საათზე ვაკის პარკში სტუდენტური დღეების საზეიმო გახსნის ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელსაც ყოველწლიურად სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო მართავს, წელს 50-მდე უმაღლესი სასწავლებელი იღებს მონაწილეობას. კონცერტზე შეკრებილი უნივერსიტეტების წარმომადგენლებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძემ.
სტუდენტური დღეების გახსნას აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებიც ესწრებოდნენ. EEU-ს ღონისძიებაში მონაწილეობის სიგელი გადაეცა. პროექტის ფარგლებში უმაღლეს სასწავლებლებს შორის ტარდება კულტურულ-გასართობი, სპორტული და ინტელექტუალური კონკურსები, რომელსაც კომპეტენტური ჟიური აფასებს.