18 მაისს, ქ. რუსთავში სტუდენტური დღეების ფარგლებში, თანამედროვე სიმღერის პირველი ტური გაიმართა, სადაც აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სახელით ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტის სტუდენტი გვანცა ანთაძე მონაწილეობდა. გვანცას გამოსვლა წარმატებული აღმოჩნდა და მეორე ტურში გადავიდა, რომელიც 1 ივნისს, ქ.წყალტუბოში ჩატარდება.
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი ულოცავს გვანცას ამ წარმატებას და წინსვლას უსურვებს!