დღეს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში სტუდენტები სადაზღვევო კომპანია „იმედი L“-ის წარმომადგენლებს, საცალო გაყიდვების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს სოფო კვანტალიანსა და გაყიდვების პერსონალის დაგეგმვის მენეჯერს თამარ კაზალიკაშვილს შეხვდნენ.
შეხვედრაზე სტუდენტებმა აქტიური ვაკანსიების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. მათ ადგილზევე შეავსეს სააპლიკაციო ფორმები, რომლის მეშვეობითაც სტუდენტებთან დაკავშირება და გასაუბრებაზე დაბარება მოხდება.
გასაუბრების შემდგომ სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ, გაიარონ ერთკვირიანი კურსი, დეტალურად შეისწავლონ სადაზღვევო საქმე და დასაქმდნენ „იმედი L”-ში.