აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ინიციატივითა და თელავის მერიის მხარდაჭერით ცხადდება კონკურსი ესეს შექმნაში!
კონკურსის შედეგად გამოვლენილი სამი გამარჯვებული, რომელთაგან ორი სოციალურად დაუცველი ოჯახის წარმომადგენელი იქნება, მისთვის სასურველ სპეციალობაზე, სრულად დაფინანსდება აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის მიერ EEU-ში არსებული ფაკულტეტებიდან ერთ-ერთზე საკუთარი შერჩევით. ცოდნის პოპულარიზაციის, მოტივაციის შექმნისა და წახალისების მიზნით, კონკურსს ეყოლება ისეთი გამარჯვებულიც, რომელიც არ არის სოციალურად დაუცველთა ოჯახიდან, მაგრამ სურს, რომ პროექტის მონაწილე გახდეს და წარმატებას მიაღწიოს.
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის უპრეცედენტო პროექტი სოციალური პრობლემებისა და სწავლის სურვილის მქონე, თელავის რაიონში მცხოვრები, მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლეების წახალისებასა და ცოდნის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. ის ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს და ქვეყნის ყველა რეგიონში განხორციელდება.
კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა არაუმეტეს 150 სიტყვისგან შემდგარი ესე და 50-მდე სიტყვისგან შედგენილი სამოტივაციო წერილი უნდა დაწერონ თემაზე – ‘’ცოდნა, რომელსაც რეალურად გამოიყენებ’’ და გამოგვიგზავნონ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ‘’Facebook’’ გვერდზე პირადი შეტყობინების, ან კომენტარის სახით.
ესეს გამოგზავნა შესაძლებელია, კონკურსის გამოცხადებიდან 5 დღის განმავლობაში. თითოეული ესეს მიხედვით მომზადდება FB ბანერი, რომელიც ესეების გამოგზავნის დასრულებიდან 3 დღის შემდეგ ალბომის სახით აიტვირთება უნივერსიტეტის გვერდზე სოციალურ ქსელში.
ჩვენ არ ვირჩევთ საუკეთესო ესეს, გამარჯვებული მოწონებების (LIKE) რაოდენობის მიხედვით გამოვლინდება, რათა კონკურსის ობიექტურობა არ გახდეს საკამათო საგანი.
FB კონკურსს 3 გამარჯვებული ეყოლება, ერთი შესაძლოა შენ იყო! 2 კი, შენი მეგობარი/კლასელი/ნაცნობი, რომლებსაც სოციალური პირობები ხელს არ უწყობდა რომ ესწავლა! დღეს შენ და მათ გეძლევათ შანსი, საუკეთესო ესეს შექმნით, დააფინანსოთ საკუთარი სწავლა სრულფასოვნად, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში, სასურველ ფაკულტეტზე!
ჩაერთე კონკურსში, მიიღე ცოდნა და გამოცდილება, რომელსაც რეალურად გამოიყენებ!