დღეს, “აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის” რექტორი, დავით ჩერქეზიშვილი, სტუდენტებთან ერთად, ნაძალადევის რაიონში მდებარე თავშესაფარს ესტუმრა, სადაც მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი მრავალშვილიანი, იძულებით გადაადგილებული ოჯახები და მარტოხელა დედები ცხოვრობენ. მათ EEU loyal box-ში შეგროვილი სამოსი და სათამაშოები გადაეცათ. მოგვიანებით,100-მდე ბავშვმა Cavea East Point-ში, Cavea Cinemas “პიქსარის” ახალი ანიმაცია “დორის ძიებაში” ნახეს, რომელიც ყველასათვის საყვარელი ფილმის “სად არის ნემოს” მეორე ნაწილია.“დორის ძიებაში” ქართულ ენაზე რუსკა მაყაშვილმა და გოგა ბარბაქაძემ გაახმოვანეს. ერთი იღბლიანი მაყურებელი კი, ვინც Imax-ის ბილეთს შეიძენს,საჩუქრად ტურისტული კომპანია “ინტერკოს” მიერ დაწესებულ საგზურს მიიღებს 2 პერსონაზე და ჰურგადაში, ყველაზე მასშტაბურ “გრანდ აკვარიუმს” დაათვალიერებს. ბავშვებმა ანიმაციის ნახვამდე “National Geografic”-ის ფოტოგამოფენა დაათვალიერეს, რომელიც წყალქვეშა სამყაროს ბინადრების ცხოვრებას ასახვს.
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი მომავალშიც გეგმავს საქველმოქმედო აქციების ორგანიზებას ახალგაზრდების წახალისების მიზნით.