ათი საუკეთესო რეიტინგის მქონე სტუდენტი მიიღებს 10%-იან საუნივერსიტეტო დაფინანსებას
ადგილების რაოდენობა – 140; სწავლის საფასური – 2500 ლარი; ტესტის ტიპი – C
ბიზნესის ადმინისტრირება (ფინანსები)
ათი საუკეთესო რეიტინგის მქონე სტუდენტი მიიღებს 10%-იან საუნივერსიტეტო დაფინანსებას
ადგილების რაოდენობა – 40; სწავლის საფასური – 3000 ლარი; ტესტის ტიპი – B
სამი საუკეთესო რეიტინგის მქონე სტუდენტი მიიღებს 100%, 50% და 30%, მომდევნო ათეულში მოხვედრილი სტუდენტები მიიღებენ 10%-იან საუნივერსიტეტო დაფინანსებას .
ადგილების რაოდენობა – 30; სწავლის საფასური – 3000 ლარი; ტესტის ტიპი – B
განათლების კვლევები და ადმინისტრირება
ათი საუკეთესო რეიტინგის მქონე სტუდენტი მიიღებს 10%-იან საუნივერსიტეტო დაფინანსებას და სამი საუკეთესო სტუდენტი მიემგზავრება ქ. ლინცის (ავსტრია) უნივერსიტეტში საუნივერსიტეტო დაფინანსებით.
ადგილების რაოდენობა – 50; სწავლის საფასური – 3000 ლარი; ტესტის ტიპი – A.
ხუთი საუკეთესო რეიტინგის მქონე სტუდენტი ისარგებლებს საუნივერსიტეტო დაფინანსებით 750 ლარის ოდენობით, მომდევნო ხუთი საუკეთესო რეიტინგის მქონე სტუდენტი ისარგებლებს 500 ლარის ოდენობის საუნივერსიტეტო დაფინანსებით.
ადგილების რაოდენობა – 25; სწავლის საფასური – 3000 ლარი; ტესტის ტიპი – B
ათი საუკეთესო რეიტინგის მქონე სტუდენტი ისარგებლებს საუნივერსიტეტო დაფინანსებით 500 ლარის ოდენობით.
ადგილების რაოდენობა – 50; სწავლის საფასური – 3000 ლარი; ტესტის ტიპი – A, B, C.
პროგრამაზე მიღების წინაპირობა:
- სამაგისტრო პროგრამებზე კანდიდატები ჩაირიცხებიან საერთო სამაგისტრო და საუნივერსიტეტო გამოცდების საფუძველზე;
- მაგისტრანტობის კანდიდატს საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ოთხი ნაწილიდან არანაკლებ სამ ნაწილში უნდა ჰქონდეს გადალახული კომპეტენციის მინიმალური ზღვარი;
- საუნივერსიტეტო გამოცდები მოიცავს ტესტირებას ინგლისურ/გერმანულ ენასა და გასაუბრებას სპეციალობაში.
- უცხო ენის ტესტირებისგან თავისუფლდება მაგისტრანტობის კანდიდატი, რომელიც წარმოადგენს ინგლისური/გერმანული ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატს, ასევე კანდიდატი, ვისაც ინგლისურ/გერმანულ ენაზე აქვს გავლილი ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სრული ან არასრული კურსი.
- ინგლისურ/გერმანულ ენაში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი – 40 ქულა.
მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელების მსურველმა 29 აგვისტოდან – 7 სექტემბრის ჩათვლით უნივერსიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია (სათანადო წესით დამოწმებული):
- განცხადება;
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
- სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
- ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 2 ც. და ელ-ვერსია CD-ზე;
გამოცდების ჩატარებისა და ხელშეკრულების გაფორმების ვადები:
- გამოცდა უცხო ენაში (ტესტირება) – 8 სექტემბერი;
- გამოცდა სპეციალობაში (გასაუბრება) – 9 სექტემბერი;
- უცხო ენის გამოცდის შედეგების გამოცხადება – 10 სექტემბერი;
- სპეციალობის (გასაუბრების) შედეგების გამოცხადება – 10 სექტემბერი;
- უცხო ენის აპელაციაზე განაცხადების მიღება – 10–12 სექტემბერი;
- აპელაცია – 13 სექტემბერი;
- უცხო ენის აპელაციის შედეგები – 14 სექტემბერი;
- საბოლოო შედეგების გამოცხადება და ხელშეკრულებების გაფორმება – 14 – 15 სექტემბერი
მისამართი: ქ. თბილისი, შატილისქ. N4
საკონტაქტო: 577 50 53 54; 032 248 01 41
1. ინგლისური ენის ტესტის ნიმუში
2. ინგლისური ენის ტესტის ნიმუშის პასუხები
3. გერმანული ენის ტესტის ნიმუში
4. გერმანული ენის ტესტის ნიმუშის პასუხები