აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტისა, საქართველოს მდგრადი განვითარებისა და ეკონომიკისა სამინისტროს და საქართველოს პარლამენტთან არსებული ინოვაციების საბჭოს ერთობლივი ვორკშოპი გაიმართა დღეს კავკასიის უნივერსიტეტის, პროფესორ მზია მიქელაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზში. თემა: ,,საქართველოში ინოვაციური პოტენციალის ზრდის ხელშეწყობა’’. ვორკშოპის მუშაობაში მონაწილეობას იღებდენ:
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტროს, პარლამენტთან მოქმედი საინოვაციო საბჭოს, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, ”საქპატენტის”, ”საქსტატის”, სახელმწიფო პროგრამა ”აწარმოე საქართველოში”, უნივერსიტეტების (აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კავკასიის უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის), არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საქართველოში მოქმედი ფონდების წარმომადგენლები, მეცნიერები, პრაქტიკოსი სპეციალისტები.
ვორკშოპი ჩატარდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით, ,,მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი თბილისის 2016″-ის ფარგლებში.