flagEng
flagGeo
+995 32 248 01 41
info@eeu.edu.ge
Facebook
YouTube
  • EEU-ს შესახებ
    • რატომ EEU?
    • რექტორის მისალმება
    • მისია და განვითარების გეგმა
    • მართვა
      • რექტორი
      • წარმომადგენლობითი საბჭო
      • ვიცე-რექტორები
      • ადმინისტრაცია
      • სტრუქტურა
    • ხარისხის უზრუნველყოფა
    • აკადემიური პერსონალი
    • ინფრასტრუქტურა
    • იურიდიული ცნობარი
    • ახალი ამბები
      • სიახლეები
      • ვაკანსიები
  • განათლება
    • ფაკულტეტები
      • იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა
      • განათლების მეცნიერებები
      • ბიზნესი და ინჟინერია
      • ჯანდაცვის მეცნიერებათა
    • პროგრამები
      • საბაკალავრო პროგრამები
      • სამაგისტრო პროგრამები
      • სადოქტორო პროგრამები
      • მასწავლებლის მომზადების პროგრამა
      • სასწავლო პროგრამების კატალოგი
    • უწყვეტი განათლება
    • მიღება
      • ბაკალავრიატი
      • მაგისტრატურა
      • დოქტორანტურა
      • სასერტიფიკატო
      • მობილობა
    • სემესტრული რეგისტრაცია
    • აკადემიური კალენდარი
    • გზამკვლევი
  • კვლევა
    • კვლევის სტრატეგია და ანგარიშები
    • სამეცნიერო კონფერენციები
    • გრანტები
      • მოზიდული გრანტები
      • შიდა საუნივერსიტეტო გრანტები
    • კვლევითი პროექტები
      • მიმდინარე
      • განხორციელებული
    • გამოცემები
    • სამეცნიერო ჟურნალი
    • კვლევითი ერთეულები
    • სადოქტორო კვლევები
      • სადოქტორო და უმაღლესი განათლების კვლევების განვითარების ცენტრი
      • დოქტორანტების ნაშრომები
      • დოქტორანტის გზამკვლევი
    • კვლევის ეთიკა
      • ეთიკის ნორმები და რეგულაციები
      • კვლევის ეთიკის კომიტეტი
    • სიახლეები
  • საერთაშორისო
    • ინტერნაციონალიზაცია
    • საერთაშორისო პარტნიორები
      • უნივერსიტეტები
      • ორგანიზაციები
    • გაცვლითი პროგრამები
    • სიახლეები
    • საერთაშორისო სტუდენტებისთვის
      • პროგრამები
      • სერვისები
      • Covid – 19
    • საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტი
  • ბიბლიოთეკა
    • ბიბლიოთეკის შესახებ
    • ელექტრონული კატალოგი
    • ელექტრონული რესურსები
      • საერთაშორისო მონაცემთა ბაზები
      • ინტერნეტ რესურსები
  • სტუდენტური ცხოვრება
    • სტუდენტური თვითმმართველობა
    • ომბუდსმენის ოფისი
    • დასაქმება
    • დაზღვევა
    • სპორტი
    • კურსდამთავრებულები
    • გალერეა
      • ფოტო
      • ვიდეო
  • კონტაქტი

EEU აცხადებს კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად!

2023 წლის 09 ივნისს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს ბიზნესისა და ინჟინერიის, განათლების მეცნიერებების, იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა და ჯანდაცვის მეცნიერებათა ფაკულტეტებზე –  ასოცირებული პროფესორისა და ასისტენტ-პროფესორის ვაკანტური აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:

იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ასოცირებული პროფესორი

  • 1 ვაკანსია – მიმართულება საკონსტიტუციო სამართალი

ასისტენტ-პროფესორი

  • 1 ვაკანსია- მიმართულება: საერთაშორისო ურთიერთობები.

ბიზნესისა და ინჟინერიის ფაკულტეტი

ასისტენტ-პროფესორი

  • 1 ვაკანსია -მიმართულება: მენეჯმენტი და ადმინისტრირება (სპეციალიზაცია: მენეჯმენტი);
  • 2 ვაკანსია – მიმართულება: მენეჯმენტი და ადმინისტრირება (სპეციალიზაცია: ბიზნესის ადმინისტრირება), ინგლისურენოვანი.

განათლების მეცნიერებების ფაკულტეტი

პროფესორი

  • 1 ვაკანსია – მიმართულება: განათლება (სპეციალიზაცია: განათლების მეცნიერებები);

ასისტენტ-პროფესორი

  • 3 ვაკანსია – მიმართულება: განათლება (სპეციალიზაცია: განათლების მეცნიერებები);
  • 4 ვაკანსია – მიმართულება: განათლება (სპეციალიზაცია: სკოლამდელი განათლება);
  • 1 ვაკანსია – მიმართულება: განათლება (სპეციალიზაცია: სპეციალური განათლება (მასწავლებლის განათლება);

ასისტენტი

  • 1 ვაკანსია – მიმართულება: განათლება (სპეციალიზაცია: განათლების მეცნიერებები);

ჯანდაცვის მეცნიერებათა ფაკულტეტი

ასოცირებული პროფესორი

 

  • 1 ვაკანსია – ვიწრო სფერო: საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი, დეტალური სფერო: ბიოლოგია, სპეციალობა – ჰისტოლოგია, ციტოლოგია, ემბრიოლოგია;

ასისტენტ-პროფესორი

  • 1 ვაკანსია – ვიწრო სფერო: ჯანდაცვა, დეტალური სფერო: მედიცინა, სპეციალობა : ნევროლოგია;
  • 1 ვაკანსია – ვიწრო სფერო: ჯანდაცვა, დეტალური სფერო: მედიცინა, სპეციალობა : უროლოგია;
  • 1 ვაკანსია – ვიწრო სფერო: ჯანდაცვა, დეტალური სფერო: მედიცინა, სპეციალობა : ენდოკრინოლოგია.
საკონკურსო ვაკანსიის მოთხოვნები:
საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
საკონკურსო ვაკანსიის მოთხოვნები:
  • უნივერსიტეტში პროფესორად 6 (ექვსი) წლის ვადით, შეიძლება არჩეულ იქნეს პირი, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ძირითადი (საკანონმდებლო) მოთხოვნები:

ა)  აკადემიური/სამეცნიერო ხარისხი: დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხი;

ბ)  სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობა: ავტორიზებულ ან მასთან გათანაბრებული სტატუსის მქონე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანაკლებ 6 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;

 

დამატებითი (საუნივერსიტეტო) მოთხოვნები:

ა)  სილაბუს(ებ)ი, რომლებიც ფასდება მათი შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით;

ბ)  სამეცნიერო ნაშრომები გამოქვეყნებული ბოლო 10 წლის განმავლობაში;

გ)  სამეცნიერო სტიპენდიები, გრანტები, გამოგონებები და სხვა პროფესიული აქტივობები ბოლო 5 წლის განმავლობაში;

დ) სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა ბოლო 5 წლის განმავლობაში;

  • უნივერსიტეტში ასოცირებულ პროფესორად 5 (ხუთი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს პირი, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ძირითადი (საკანონმდებლო) მოთხოვნები:

ა)  აკადემიური/სამეცნიერო ხარისხი: დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხი; საჯარო მმართველობის მიმართულებით –  დოქტორის აკადემიური ხარისხი საჯარო მმართველობაში;

ბ)  სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობა: ავტორიზებულ ან მასთან გათანაბრებული სტატუსის მქონე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანაკლებ 3 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;

გ)  საექიმო საქმიანობა: არანაკლებ ბოლო 5 წლის საექიმო საქმიანობის გამოცდილება (მხოლოდ ჯანდაცვის მიმართულების კლინიკური სპეციალიზაციის კონკურსანტებისთვის).

დამატებითი (საუნივერსიტეტო) მოთხოვნები:

ა)  სილაბუს(ებ)ი, რომლებიც ფასდება მათი შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით;

ბ)  სამეცნიერო ნაშრომები გამოქვეყნებული ბოლო 5 წლის განმავლობაში;

გ)  სამეცნიერო სტიპენდიები, გრანტები, გამოგონებები და სხვა პროფესიული აქტივობები ბოლო 5 წლის განმავლობაში;

დ) სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა ბოლო 5 წლის განმავლობაში;

ე)  ინგლისურ ენაზე სწავლების გამოცდილება/ინგლისური ენის კომპეტენციის დადასტურება (მხოლოდ ჯანდაცვის მიმართულების კონკურსანტებისთვის).

  • ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად  4 (ოთხი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს პირი, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ძირითადი (საკანონმდებლო) მოთხოვნები:

ა) დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

გ)  საექიმო საქმიანობა: არანაკლებ ბოლო 5 წლის საექიმო საქმიანობის გამოცდილება (მხოლოდ ჯანდაცვის მიმართულების კლინიკური სპეციალიზაციის კონკურსანტებისთვის).

დამატებითი (საუნივერსიტეტო) მოთხოვნები:

ა) სილაბუს(ებ)ი, რომლებიც ფასდება მათი შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით;

ე)  ინგლისურ ენაზე სწავლების გამოცდილება/ინგლისური ენის კომპეტენციის დადასტურება (მხოლოდ ჯანდაცვის მიმართულების კონკურსანტებისთვის).

  • უნივერსიტეტში ასისტენტად 4 (ოთხი) წლის ვადით, შეიძლება არჩეულ იქნეს პირი, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ძირითადი (საკანონმდებლო) მოთხოვნები:

ა)  აკადემიური/სამეცნიერო ხარისხი: დოქტორანტი ან დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხი.

დამატებითი (საუნივერსიტეტო) მოთხოვნები:

ა)  სილაბუს(ებ)ი, რომლებიც ფასდება მათი შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით.

შენიშვნა: აკადემიურ თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნას კვალიფიციური პირი პროფესიული ნიშნით, ამ შემთხვევაში პირის კვალიფიკაცია შეიძლება დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია.

საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
  • პროფესორის/ასოცირებული პროფესორის თანამდებობის დასაკავებელ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია საბუთების წარმოდგენის ეტაპზე კომისიას წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
  1. შევსებული განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (იხ. ფორმა );
  2. ავტობიოგრაფია (CV) (ელექტრონული და ნაბეჭდი სახით; ელ. ფოსტით გამოგზავნის შემთხვევაში მხოლოდ ელექტრონული სახით);
  3. შევსებული კონკურსანტის ანკეტა ელექტრონულ ვერსიასთან (დისკი) ერთად (ელ. ფოსტით გამოგზავნის შემთხვევაში მხოლოდ ელექტრონული ვერსია) (იხ.  ფორმა);
  4. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  5. ერთი ფოტოსურათი, ზომით 3×4 (ელ. ფოსტით გამოგზავნის შემთხვევაში მხოლოდ ელექტრონული სახით);
  6. შესაბამისი აკადემიური (სამეცნიერო) ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
  7. ავტორიზებული ან მასთან გათანაბრებული სტატუსის მქონე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  8. სსიპ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს“ მიერ გაცემული ცნობები:

ა)  სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ;

ბ)  უფლების ჩამორთმევის შესახებ.

  1. ინფორმაცია ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული საკონკურსო თანამდებობის/ დარგისათვის ადეკვატური სამეცნიერო ნაშრომების შესახებ (ავტორის შეხედულებით), სამეცნიერო ნაშრომის დართვით, რომელიც ყველაზე უკეთ წარმოაჩენს მის სამეცნიერო საქმიანობას;
  2. კონკურსანტის მიერ შედგენილი დარგის შესაბამისი სასწავლო კურს(ებ)ის სილაბუს(ებ)ი (ელექტრონული და ნაბეჭდი სახით; ელ. ფოსტით გამოგზავნის შემთხვევაში მხოლოდ ელექტრონული სახით);
  3. ბოლო 5 წლის განმავლობაში სამეცნიერო სტიპენდიების, გრანტების, გამოგონებების და სხვა პროფესიული აქტივობების დამადასტურებელი ინფორმაცია;
  4. ბოლო 5 წლის განმავლობაში სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობის დამადასტურებელი ინფორმაცია;
  5. ინგლისური ენის ცოდნის ან/და ინგლისურ ენაზე სწავლების გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები (ინგლისურენოვანი მიმართულების კონკურსანტებისთვის);
  6. საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის ასლი (მხოლოდ ჯანდაცვის მიმართულების კლინიკური სპეციალიზაციის კონკურსანტებისთვის).
  7. ასოცირებული პროფესორის ვაკანტურ თანამდებობაზე განაცხადის წარმოდგენის შემთხვევაში ბოლო 5 წლის საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ჯანდაცვის მიმართულების კლინიკური სპეციალიზაციის კონკურსანტებისთვის);

 

  • ასისტენტ-პროფესორის თანამდებობის დასაკავებელ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია საბუთების წარმოდგენის ეტაპზე კომისიას წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
  1. შევსებული განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (იხ. ფორმა );
  2. ავტობიოგრაფია (CV) (ელექტრონული და ნაბეჭდი სახით; ელ. ფოსტით გამოგზავნის შემთხვევაში მხოლოდ ელექტრონული სახით);
  3. შევსებული კონკურსანტის ანკეტა ელექტრონულ ვერსიასთან (დისკი) ერთად (ელ. ფოსტით გამოგზავნის შემთხვევაში მხოლოდ ელექტრონული ვერსია) (იხ.  ფორმა);
  4. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  5. ერთი ფოტოსურათი, ზომით 3×4 (ელ. ფოსტით გამოგზავნის შემთხვევაში მხოლოდ ელექტრონული სახით);
  6. შესაბამისი აკადემიური (სამეცნიერო) ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
  7. ავტორიზებული ან მასთან გათანაბრებული სტატუსის მქონე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  8. სსიპ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს“ მიერ გაცემული ცნობები:

ა)  სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ;

ბ)  უფლების ჩამორთმევის შესახებ.

  1. კონკურსანტის მიერ შედგენილი დარგის შესაბამისი სასწავლო კურს(ებ)ის სილაბუს(ებ)ი (ელექტრონული და ნაბეჭდი სახით; ელ. ფოსტით გამოგზავნის შემთხვევაში მხოლოდ ელექტრონული სახით).
  2. საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის ასლი (მხოლოდ ჯანდაცვის მიმართულების კლინიკური სპეციალიზაციის კონკურსანტებისთვის).
  3. ასისტენტ-პროფესორის ვაკანტურ თანამდებობაზე განაცხადის წარმოდგენის შემთხვევაში ბოლო 3 წლის საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ჯანდაცვის მიმართულების კლინიკური სპეციალიზაციის კონკურსანტებისთვის);

 

  • ასისტენტის თანამდებობის დასაკავებელ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია საბუთების წარმოდგენის ეტაპზე კომისიას წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
  1. შევსებული განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (იხ. ფორმა);
  2. ავტობიოგრაფია (CV) (ელექტრონული და ნაბეჭდი სახით; ელ. ფოსტით გამოგზავნის შემთხვევაში მხოლოდ ელექტრონული სახით);
  3. შევსებული კონკურსანტის ანკეტა ელექტრონულ ვერსიასთან (დისკი) ერთად (ელ. ფოსტით გამოგზავნის შემთხვევაში მხოლოდ ელექტრონული ვერსია), იხ. ფორმა
  4. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  5. ერთი ფოტოსურათი, ზომით 3×4 (ელ. ფოსტით გამოგზავნის შემთხვევაში მხოლოდ ელექტრონული სახით);
  6. ცნობა დოქტორანტურის საფეხურზე სწავლის შესახებ ან შესაბამისი აკადემიური (სამეცნიერო) ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
  7. სსიპ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს“ მიერ გაცემული ცნობები:

ა)  სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ;

ბ)  უფლების ჩამორთმევის შესახებ.

  1. კონკურსანტის მიერ შედგენილი დარგის შესაბამისი სასწავლო კურს(ებ)ის სილაბუს(ებ)ი (ელექტრონული და ნაბეჭდი სახით; ელ. ფოსტით გამოგზავნის შემთხვევაში მხოლოდ ელექტრონული სახით);

შენიშვნა: სქესობრივ დანაშაულზე ნასამართლობისა და უფლების ჩამორთმევის ცნობები სსიპ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს“ მიერ გაიცემა  განაცხადის გაკეთებიდან 5 სამუშაო დღეში და მოქმედებს მისი დამზადებიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში.

კონკურსში მონაწილეთა მიერ დოკუმენტაციის წარმოდგენა და მათი რეგისტრაცია იწარმოებს 2023 წლის 10 ივლისიდან 2023 წლის 14 ივლისის  ჩათვლით ფოსტის მეშვეობით მისამართზე: 0159 თბილისი,  ი. ენუქიძის ქ. №6 ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@eeu.edu.ge.

საკონკურსო საბუთები კონკურსანტებს უკან არ უბრუნდებათ.

კონკურსი ტარდება სამ ეტაპად (საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსანტთა დოკუმენტაციის შესწავლა, პირველადი შეფასება; დოკუმენტაციის შედეგად შერჩეული კონკურსანტებთან გასაუბრება; შეჯერება, გადაწყვეტილების მიღება) 2023 წლის 17 ივლისიდან 2023 წლის 28 ივლისის ჩათვლით.

საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება გამოქვეყნდება არაუგვიანეს 2023 წლის 02 აგვისტოს.

032 248 01 41
hr@eeu.edu.ge

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) მხარდაჭერით იმერეთის 7 ქალაქში ინტელექტის ოლიმპიადა 2023-ის პირველი ტური ჩატარდა
სემინარი: კომერციალიზაცია და ცოდნის ტრანსფერი უნივერსიტეტიდან

სწრაფი ბმულები

უწყვეტი განათლების ცენტრი

FAQs

პედაგოგის ბაზა - EEU-EL

სტუდენტის ბაზა EEU-EL

საერთაშორისო პარტნიორები

დასაქმება

ბიბლიოთეკა

კონტაქტი

კამპუსი 1: ქ. თბილისი, ი. ენუქიძის ქ. 6 (დავით აღმაშენებლის ხეივანი, ამერიკის საელჩოს მიმდებარედ)
კამპუსი 2: ქ. თბილისი, ტ. ფუტკარაძის ქ. 1
+995 32 248 01 41;
info@eeu.edu.ge
Email
Facebook
YouTube
© 2021 East European University