flagEng
flagGeo
+995 32 248 01 41
info@eeu.edu.ge
Facebook
YouTube
  • EEU-ს შესახებ
    • რატომ EEU?
    • რექტორის მისალმება
    • მისია და განვითარების გეგმა
    • მართვა
      • რექტორი
      • წარმომადგენლობითი საბჭო
      • ვიცე-რექტორები
      • ადმინისტრაცია
      • სტრუქტურა
    • ხარისხის უზრუნველყოფა
    • აკადემიური პერსონალი
    • ინფრასტრუქტურა
    • იურიდიული ცნობარი
    • ახალი ამბები
      • სიახლეები
      • ვაკანსიები
  • განათლება
    • ფაკულტეტები
      • იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა
      • განათლების მეცნიერებები
      • ბიზნესი და ინჟინერია
      • ჯანდაცვის მეცნიერებათა
    • პროგრამები
      • საბაკალავრო პროგრამები
      • სამაგისტრო პროგრამები
      • სადოქტორო პროგრამები
      • მასწავლებლის მომზადების პროგრამა
      • სასწავლო პროგრამების კატალოგი
    • უწყვეტი განათლება
    • მიღება
      • ბაკალავრიატი
      • მაგისტრატურა
      • დოქტორანტურა
      • სასერტიფიკატო
      • მობილობა
    • სემესტრული რეგისტრაცია
    • აკადემიური კალენდარი
    • გზამკვლევი
  • კვლევა
    • კვლევის სტრატეგია და ანგარიშები
    • სამეცნიერო კონფერენციები
    • გრანტები
      • მოზიდული გრანტები
      • შიდა საუნივერსიტეტო გრანტები
    • კვლევითი პროექტები
      • მიმდინარე
      • განხორციელებული
    • გამოცემები
    • სამეცნიერო ჟურნალი
    • კვლევითი ერთეულები
    • სადოქტორო კვლევები
      • სადოქტორო და უმაღლესი განათლების კვლევების განვითარების ცენტრი
      • დოქტორანტების ნაშრომები
      • დოქტორანტის გზამკვლევი
    • კვლევის ეთიკა
      • ეთიკის ნორმები და რეგულაციები
      • კვლევის ეთიკის კომიტეტი
    • სიახლეები
  • საერთაშორისო
    • ინტერნაციონალიზაცია
    • საერთაშორისო პარტნიორები
      • უნივერსიტეტები
      • ორგანიზაციები
    • გაცვლითი პროგრამები
    • სიახლეები
    • საერთაშორისო სტუდენტებისთვის
      • პროგრამები
      • სერვისები
      • Covid – 19
    • საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტი
  • ბიბლიოთეკა
    • ბიბლიოთეკის შესახებ
    • ელექტრონული კატალოგი
    • ელექტრონული რესურსები
      • საერთაშორისო მონაცემთა ბაზები
      • ინტერნეტ რესურსები
  • სტუდენტური ცხოვრება
    • სტუდენტური თვითმმართველობა
    • ომბუდსმენის ოფისი
    • დასაქმება
    • დაზღვევა
    • სპორტი
    • კურსდამთავრებულები
    • გალერეა
      • ფოტო
      • ვიდეო
  • კონტაქტი

EEU აცხადებს კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად!

2023 წლის 01 დეკემბერს –  აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს ბიზნესისა და ინჟინერიის და იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტებზე –  ასოცირებული პროფესორის ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:

იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ასოცირებული პროფესორი

    • 1 ვაკანსია – მიმართულება: სისხლის სამართლი და კრიმინოლოგია;
    • 1 ვაკანსია – მიმართულება: კერძო სამართალი.

ბიზნესისა და ინჟინერიის ფაკულტეტი

ასოცირებული პროფესორი

  • 1 ვაკანსია – მიმართულება: მენეჯმენტი და ადმინისტრირება (სპეციალიზაცია: მენეჯმენტი);
საკონკურსო ვაკანსიის მოთხოვნები:
საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
საკონკურსო ვაკანსიის მოთხოვნები:
უნივერსიტეტში ასოცირებულ პროფესორად 5 (ხუთი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს პირი, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ძირითადი (საკანონმდებლო) მოთხოვნები:

ა)  აკადემიური/სამეცნიერო ხარისხი: დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხი; საჯარო მმართველობის მიმართულებით –  დოქტორის აკადემიური ხარისხი საჯარო მმართველობაში;

ბ)  სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობა: ავტორიზებულ ან მასთან გათანაბრებული სტატუსის მქონე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანაკლებ 3 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;

გ)  საექიმო საქმიანობა: არანაკლებ ბოლო 5 წლის საექიმო საქმიანობის გამოცდილება (მხოლოდ ჯანდაცვის მიმართულების კლინიკური სპეციალიზაციის კონკურსანტებისთვის).

დამატებითი (საუნივერსიტეტო) მოთხოვნები:

ა)  სილაბუს(ებ)ი, რომლებიც ფასდება მათი შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით;

ბ)  სამეცნიერო ნაშრომები გამოქვეყნებული ბოლო 5 წლის განმავლობაში;

გ)  სამეცნიერო სტიპენდიები, გრანტები, გამოგონებები და სხვა პროფესიული აქტივობები ბოლო 5 წლის განმავლობაში;

დ) სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა ბოლო 5 წლის განმავლობაში;

შენიშვნა: აკადემიურ თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნას კვალიფიციური პირი პროფესიული ნიშნით, ამ შემთხვევაში პირის კვალიფიკაცია შეიძლება დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია.

საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
  • ასოცირებული პროფესორის თანამდებობის დასაკავებელ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია საბუთების წარმოდგენის ეტაპზე კომისიას წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
  1. შევსებული განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (იხ. ფორმა );
  2. ავტობიოგრაფია (CV) (ელექტრონული და ნაბეჭდი სახით; ელ. ფოსტით გამოგზავნის შემთხვევაში მხოლოდ ელექტრონული სახით);
  3. შევსებული კონკურსანტის ანკეტა ელექტრონულ ვერსიასთან (დისკი) ერთად (ელ. ფოსტით გამოგზავნის შემთხვევაში მხოლოდ ელექტრონული ვერსია) (იხ.  ფორმა);
  4. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  5. ერთი ფოტოსურათი, ზომით 3×4 (ელ. ფოსტით გამოგზავნის შემთხვევაში მხოლოდ ელექტრონული სახით);
  6. შესაბამისი აკადემიური (სამეცნიერო) ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
  7. ავტორიზებული ან მასთან გათანაბრებული სტატუსის მქონე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  8. სსიპ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს“ მიერ გაცემული ცნობები:

ა)  სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ;

ბ)  უფლების ჩამორთმევის შესახებ.

  1. ინფორმაცია ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული საკონკურსო თანამდებობის/ დარგისათვის ადეკვატური სამეცნიერო ნაშრომების შესახებ (ავტორის შეხედულებით), სამეცნიერო ნაშრომის დართვით, რომელიც ყველაზე უკეთ წარმოაჩენს მის სამეცნიერო საქმიანობას;
  2. კონკურსანტის მიერ შედგენილი დარგის შესაბამისი სასწავლო კურს(ებ)ის სილაბუს(ებ)ი (ელექტრონული და ნაბეჭდი სახით; ელ. ფოსტით გამოგზავნის შემთხვევაში მხოლოდ ელექტრონული სახით);
  3. ბოლო 5 წლის განმავლობაში სამეცნიერო სტიპენდიების, გრანტების, გამოგონებების და სხვა პროფესიული აქტივობების დამადასტურებელი ინფორმაცია;
  4. ბოლო 5 წლის განმავლობაში სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობის დამადასტურებელი ინფორმაცია;
  5. ინგლისური ენის ცოდნის ან/და ინგლისურ ენაზე სწავლების გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები (ინგლისურენოვანი მიმართულების კონკურსანტებისთვის);

შენიშვნა: სქესობრივ დანაშაულზე ნასამართლობისა და უფლების ჩამორთმევის ცნობები სსიპ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს“ მიერ გაიცემა  განაცხადის გაკეთებიდან 5 სამუშაო დღეში და მოქმედებს მისი დამზადებიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში.

კონკურსში მონაწილეთა მიერ დოკუმენტაციის წარმოდგენა და მათი რეგისტრაცია იწარმოებს 2024 წლის 08 იანვრიდან 2024 წლის 16 იანვრის ჩათვლით ფოსტის მეშვეობით მისამართზე: 0159 თბილისი,  ი. ენუქიძის ქ. №6 ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@eeu.edu.ge.

საკონკურსო საბუთები კონკურსანტებს უკან არ უბრუნდებათ.

კონკურსი ტარდება სამ ეტაპად (საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსანტთა დოკუმენტაციის შესწავლა, პირველადი შეფასება; დოკუმენტაციის შედეგად შერჩეული კონკურსანტებთან გასაუბრება; შეჯერება, გადაწყვეტილების მიღება) 2024 წლის 18 იანვრიდან 2024 წლის 02 თებერვლის ჩათვლით.

საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება გამოქვეყნდება არაუგვიანეს 2024 წლის 05 თებერვლისა.

032 248 01 41
hr@eeu.edu.ge

იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის წარმომადგენელ სტუდენტ წევრთა არჩევნები უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოში!
კონფერენცია: თანამედროვე მსოფლიო გამოწვევები

სწრაფი ბმულები

უწყვეტი განათლების ცენტრი

FAQs

პედაგოგის ბაზა - EEU-EL

სტუდენტის ბაზა EEU-EL

საერთაშორისო პარტნიორები

დასაქმება

ბიბლიოთეკა

კონტაქტი

კამპუსი 1: ქ. თბილისი, ი. ენუქიძის ქ. 6 (დავით აღმაშენებლის ხეივანი, ამერიკის საელჩოს მიმდებარედ)
კამპუსი 2: ქ. თბილისი, ტ. ფუტკარაძის ქ. 1
+995 32 248 01 41;
info@eeu.edu.ge
Email
Facebook
YouTube
© 2021 East European University