აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ადმინისტრირების მიმართულების 6 საგანმანათლებლო პროგრამას მიენიჭა სრულიად უპირობო აკრედიტაცია. ბიზნესისა და ადმინისტრირების სფეროს კლასტერში გაერთიანებული თითოეული პროგრამა აკრედიტაციის ხუთივე სტანდარტის კრიტერიუმებთან მიმართებით სრულ შესაბამისობაშია. აღნიშნული მიღწევა კიდევ ერთხელ ადასტურებს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ძალისხმევას, უზრუნველყოს უმაღლესი ხარისხის საგანმანათლებლო გარემო.
6 პროგრამიდან ორი (ბიზნესის ადმინისტრირების (3-წლიანი) საბაკალავრო და სამაგისტრო ინგლისურენოვანი პროგრამა) ახალი პროგრამაა, ხოლო ოთხი პროგრამის რეაკრედიტაცია განხორციელდა.
აკრედიტებული პროგრამები:
ბიზნესისა და ინჟინერიის ფაკულტეტი:
- ბიზნესის ადმინისტრირების 3-წლიანი საბაკალავრო პროგრამა (ინგლისურენოვანი)
- ციფრული მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა (ინგლისურენოვანი)
- ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა ფინანსებში (MBA, ინგლისურენოვანი)
- ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა ფინანსებში
- ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამა
იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი:
- საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამა
ვულოცავთ პროგრამების ხელმძღვანელებს, განმახორციელებელ პერსონალს, დამსაქმებლებს, ბიზნესისა და ინჟინერიის, იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტებს და სტუდენტებს პროგრამების აკრედიტაციის წარმატებით გავლას!!


