flagEng
flagGeo
+995 32 248 01 41
info@eeu.edu.ge
Facebook
YouTube
  • EEU-ს შესახებ
    • რატომ EEU?
    • რექტორის მისალმება
    • მისია და განვითარების გეგმა
    • მართვა
      • რექტორი
      • წარმომადგენლობითი საბჭო
      • ვიცე-რექტორები
      • ადმინისტრაცია
      • სტრუქტურა
    • ხარისხის უზრუნველყოფა
    • აკადემიური პერსონალი
    • ინფრასტრუქტურა
    • იურიდიული ცნობარი
    • ახალი ამბები
      • სიახლეები
      • ვაკანსიები
  • განათლება
    • ფაკულტეტები
      • იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა
      • განათლების მეცნიერებები
      • ბიზნესი და ინჟინერია
      • ჯანდაცვის მეცნიერებათა
    • პროგრამები
      • საბაკალავრო პროგრამები
      • სამაგისტრო პროგრამები
      • სადოქტორო პროგრამები
      • მასწავლებლის მომზადების პროგრამა
      • სასწავლო პროგრამების კატალოგი
    • უწყვეტი განათლება
    • მიღება
      • ბაკალავრიატი
      • მაგისტრატურა
      • დოქტორანტურა
      • სასერტიფიკატო
      • მობილობა
    • სემესტრული რეგისტრაცია
    • აკადემიური კალენდარი
    • გზამკვლევი
  • კვლევა
    • კვლევის სტრატეგია და ანგარიშები
    • სამეცნიერო კონფერენციები
    • გრანტები
      • მოზიდული გრანტები
      • შიდა საუნივერსიტეტო გრანტები
    • კვლევითი პროექტები
      • მიმდინარე
      • განხორციელებული
    • გამოცემები
    • სამეცნიერო ჟურნალი
    • კვლევითი ერთეულები
    • სადოქტორო კვლევები
      • სადოქტორო და უმაღლესი განათლების კვლევების განვითარების ცენტრი
      • დოქტორანტების ნაშრომები
      • დოქტორანტის გზამკვლევი
    • კვლევის ეთიკა
      • ეთიკის ნორმები და რეგულაციები
      • კვლევის ეთიკის კომიტეტი
    • სიახლეები
  • საერთაშორისო
    • ინტერნაციონალიზაცია
    • საერთაშორისო პარტნიორები
      • უნივერსიტეტები
      • ორგანიზაციები
    • გაცვლითი პროგრამები
    • სიახლეები
    • საერთაშორისო სტუდენტებისთვის
      • პროგრამები
      • სერვისები
      • Covid – 19
    • საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტი
  • ბიბლიოთეკა
    • ბიბლიოთეკის შესახებ
    • ელექტრონული კატალოგი
    • ელექტრონული რესურსები
      • საერთაშორისო მონაცემთა ბაზები
      • ინტერნეტ რესურსები
  • სტუდენტური ცხოვრება
    • სტუდენტური თვითმმართველობა
    • ომბუდსმენის ოფისი
    • დასაქმება
    • დაზღვევა
    • სპორტი
    • კურსდამთავრებულები
    • გალერეა
      • ფოტო
      • ვიდეო
  • კონტაქტი

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი (EEU) დიდი ბრიტანეთის უმაღლესი განათლების აკადემიის – Advance HE წევრია

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი (EEU) დიდი ბრიტანეთის უმაღლესი განათლების აკადემიის-Advance HE წევრი გახდა. საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი არის პირველი უნივერსიტეტი, რომელიც აღნიშნულ ორგანიზაციაში გაწევრიანდა. Advance HE მთელი მსოფლიოს მასშტაბით ზრუნავს გააუმჯობესოს უმაღლესი განათლება და უმნიშვნელოვანეს შესაძლებლობებს აძლევს უნივერსიტეტებს, მის აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტებს.

დიდი ბრიტანეთის უმაღლესი განათლების აკადემია – Advance HE მსოფლიოში ცნობილია, როგორც ერთ-ერთი ფართო და ყოვლისმომცველი ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს 400-მდე წევრ ორგანიზაციას, მათ შორის კვლევით ცენტრებს დიდი ბრიტანეთიდან და მსოფლიოს 25 ქვეყნიდან.

Advance HE შესანიშნავ შესაძლებლობებს აძლევს წევრ უნივერსიტეტებს მსოფლიოში წამყვან სერვისებზე წვდომით. ამასთან ერთად, ხელს უწყობს მათ ტრანსფორმაციას საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებით; ერთობლივ პროექტებში, ღონისძიებებსა და სხვა საგანმანათლებლო აქტივობებში მონაწილეობით, რათა გახდნენ შრომის ბაზარზე ყველაზე მაღალკონკურენტულნი. ასევე, უზრუნველყოფს უნიკალურ შესაძლებლობებს პერსონალის პროფესიული განვითარებისა და აღიარებისთვის (Associate, Senior, Principal, Fellowship of HEA), უნივერსიტეტების მდგრადი განვითარებისა და ორგანიზაციის სტრატეგიული ტრანსფორმაციისთვის, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით სტუდენტზე ორიენტირებული სწავლა-სწავლების პროცესის წარმართვისათვის.

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის აღნიშნული წარმატება ქვეყნის განათლებისა და კვლევის საერთაშორისო დონეზე აღიარებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია, რაც თავის მხრივ, მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს საქართველოს განათლების სისტემის ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციისაკენ.

https://www.interpressnews.ge/ https://www.interpressnews.ge/

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტსა და ყირგიზეთის სახელმწიფო სამედიცინო აკადემიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ონლაინ ტრენინგი: ციფრული პედაგოგიკა

სწრაფი ბმულები

უწყვეტი განათლების ცენტრი

FAQs

პედაგოგის ბაზა - EEU-EL

სტუდენტის ბაზა EEU-EL

საერთაშორისო პარტნიორები

დასაქმება

ბიბლიოთეკა

კონტაქტი

კამპუსი 1: ქ. თბილისი, ი. ენუქიძის ქ. 6 (დავით აღმაშენებლის ხეივანი, ამერიკის საელჩოს მიმდებარედ)
კამპუსი 2: ქ. თბილისი, ტ. ფუტკარაძის ქ. 1
+995 32 248 01 41;
info@eeu.edu.ge
Email
Facebook
YouTube
© 2021 East European University