2022 წლის 22 მაისს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში (EEU) სკოლის მოსწავლეებისთვის გაიმართა ადვოკატ ნიკა სადრაძის საჯარო ლექცია: ,,დანაშაულის გამოძიებისა და გახსნის მეთოდიკა’’
ადვოკატმა, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრმა, EEU-ს მოწვეული ლექტორმა ნიკა სადრაძემ ისაუბრა კონკრეტულ სისხლის სამართალის საქმეებსა და დანაშაულის გამოძიების მეთოდებზე, გახმაურებულ საქმეებზე. საჯარო ლექციამ სკოლის მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვია და სხვადასხვა კერძო და საჯარო სკოლის 200-მდე მოსწავლე დაესწრო. ლექციის ბოლოს გაიმართა საინტერესო დისკუსია სკოლის მოსწავლეების დიდი ინტერაქციით.
ღონისძიების დასკვნით ეტაპზე სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის საერთაშორისო თანამშრომლობისა და გაცვლითი პროგრამების, საუნივერსიტეტო სტიპენდიებისა და სწავლის დაფინანსების მრავალფეროვანი პირობების, სტუდენტური მხარდამჭერი სერვისებისა და უპირატესობების თაობაზე. ასევე, დაათვალიერეს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილი ახალი კამპუსი.
EEU-ში გრძელდება მე-10, მე-11 და მე-12 კლასების სკოლის მოსწავლეებისთვის საინტერესო, ინტელექტუალურ-შემეცნებითი და გასართობი აქტივობების ციკლი, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის მიერ KINGS-თან პარტნიორობით ხორციელდება.
ღია კარის დღეების განრიგი იხილეთ ბმულზე: https://forms.gle/2FqFQjusHunJpz7R9