
ანანო გელენევა არის აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) სტუდენტური თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტი და იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი. იგი აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა სტუდენტურ ტრენინგებსა და ახალგაზრდულ ინიციატივებში. ანანო თვითმმართველობის გუნდთან ერთად მიზნად ისახავს სტუდენტური ცხოვრების გამრავალფეროვნებასა და ისეთი გარემოს შექმნას, სადაც სტუდენტთა გამოცდილება იქნება უფრო საინტერესო, აქტიური და შთამაგონებელი.