ვიზრუნოთ და დავიცვათ ერთმანეთი!
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი უერთდება ვაქცინაციის მხარდამჭერ კამპანიას #აიცერი უსაფრთხო გარემოსთვის და უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პერსონალს მოგიწოდებთ ჩაერთოთ მასობრივი იმუნიზაციის პროცესში.
COVID 19-ის პანდემიის დასრულება, ერთმანეთის სიცოცხლისა და უსაფრთხოების დაცვა მხოლოდ ვაქცინაციით არის შესაძლებელი. უმნიშვნელოვანესია, გამოვიყენოთ შესაძლებლობა და 2021 წლის ივლისსა და აგვისტოში ავიცრათ, რათა შევძლოთ 2021-2022 სასწავლო წელს აუდიტორიებში დაბრუნება, უსაფრთხო საგანმანათლებლო და სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა.
აიცერი და დაიცავი!