ალექსანდრე სხირტლაძე (ასოცირებული პროფესორი)
ფარმაცევტულ მეცნიერებათა კანდიდატი;
მიმართულება: ფარმაცია;
პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციის წევრი და თანადამფუძნებელი.
ალექსანდრე სხირტლაძე არის საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციის წევრი და თანადამფუძნებელი, საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციის წევრი, იორკის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, თსსუ იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის სამეცნიერო კვლევითი დეპარტამენტის უფროსი, საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი “ეკონომიკა”-ს ფინანსური მენეჯერი. გასულ წლებში ეკავა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ახალგაზრდა მეცნიერთა საბჭოს თავმჯდომარის და თსსუ იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტში მეცნიერ-თანამშრომელის პოზიცია. ფლობს ფარმაცევტულ მეცნიერებათა კანდიდატისა და ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხებს.
ალექსანდრე სხირტლაძე აქტიურად ეწევა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას, არის 40-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. მისი სტატიების უმრავლესობა გამოქვეყნებულია ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის მაღალი რეიტინგის მქონე იმპაქტ-ფაქტორიან ჟურნალებში. არის არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი კონფერენციის მონაწილე და მომხსენებელი.