მიმდინარე წლის 27 ოქტომბერს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს ოფიციალური ვიზიტით ეწვივნენ საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩი, ამიტ კუმარ მიშრა, და საკონსულო ატაშე, ანილ იადავი.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ვიცე რექტორთან საერთაშორისო და სამეცნიერო საკითხებში, პროფესორ კახაბერ ლაზარაშვილთან, ჯანდაცვის მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელთან, ასისტენტ-პროფესორ ელენე ზურაბიშვილთან და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსთან, ასისტენტ-პროფესორ თეონა ხაჩიძესთან.
ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტის კამპუსი, კლინიკური უნარების ცენტრი და უნივერსიტეტის კლინიკა „ღია გული“, სადაც მათ შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და კლინიკური საქმიანობის ძირითად მიმართულებებს.
ვიზიტის დასკვნით ეტაპზე გაიმართა შეხვედრა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ინდოელ სტუდენტებთან. შეხვედრის ფარგლებში ელჩმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა და მათთან სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა.
ვიზიტი ხელს უწყობს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტსა და ინდოეთის რესპუბლიკას შორის აკადემიური ურთიერთობების გაღრმავებასა და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობების განვითარებას.






















