„ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს ანაკლიის ბანაკში.
ბანაკის მიზანია ახალგაზრდებისთვის აქტიურ დასვენებაზე ხელმისაწვდომობის ზრდა, ახალგაზრდების სოციალური ინტეგრაცია, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და სხვა.
EEU-ს სტუდენტებს ხუთდღიანმა საბანაკე პროგრამამ შესაძლებლობა მისცა ჩართულიყვნენ არაფორმალურ განათლებაში, სპორტულ და შემეცნებით აქტივობებსა და შეხვედრებში. ბანაკის ფარგლებში ახალგაზრდებისთვის ასევე ჩატარდა ტრენინგები სხვადასხვა თემაზე.
2025 წელს ანაკლიის ახალგაზრდულმა ბანაკმა, რომელიც სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ ხორციელდება, ჯამში 3000-მდე ახალგაზრდას უმასპინძლა.