სსიპ „ახალგაზრდობის სააგენტო“ „ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში ახორციელებს ახალგაზრდულ ბანაკს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ანაკლიაში. ბანაკში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის 18-დან 25-წლამდე სტუდენტებს.
პროგრამის მიზანი:
- ახალგაზრდების სოციალური ინტეგრაცია და ინკლუზია;
- ახალგაზრდების აქტიური დასვენების ხელმისაწვდომობა;
- არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობა;
- ფიზიკური, სულიერი და ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენის ხელშეწყობა;
- ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და დამკვიდრების ხელშეწყობა;
- ეროვნული და ევროპული ღირებულებების დამკვიდრების ხელშეწყობა;
- პატრიოტული ღირებულებების წახალისება.
ბანაკის ფარგლებში ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ, ჩაერთონ საკვანძო კომპეტენციების განვითარებისთვის მიმართულ საგანმანათლებლო, რეკრეაციულ, სპორტულ და კულტურულ აქტივობებში.
საბანაკე პროგრამით გათვალისწინებული აქტივობები განხორციელდება არაფორმალური განათლების მეთოდოლოგიითა და ახალგაზრდული საქმიანობის პრინციპების გათვალისწინებით.