13 იანვარს,13:00 საათზე აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს ეწვევა ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ბატონო ანდრიუს კალინდრა, რომელიც სტუდენტებისა და პერსონალისთვის გამართავს საჯარო ლექციას თემაზე: ,,უსაფრთხოების შედეგები; წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი; საზოგადოებისა და ინსტიტუტების როლი’’.
შეხვედრის ფარგლებში, ასევე განხილული იქნება შემდეგი საკითხები: ლიეტუვის რესპუბლიკის გამოცდილება ევროინტეგრაციის გზაზე და საქართველო – ლიეტუვის ორმხრივი თანამშრომლობა.
ლექციის დასასრულს გაიმართება დისკუსია. დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა ექნება ბატონ ელჩს დაუსვან მათთვის საინტერესო შეკითხვები.
ბატონი კალინდრა წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა ლიეტუვის რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციის საერთაშორისო და ევროკავშირის საქმეების ჯგუფს. იგი ასევე გახლდათ ლიეტუვის ჯგუფის უფროსი მრჩეველი გაეროს უშიშროების საბჭოში და ლიეტუვის რესპუბლიკის მუდმივმოქმედი წარმომადგენელი გაეროში, ნიუ იორკში. 2020 წლის ოქტომბრიდან დღემდე ბატონი კალინდრა იკავებს ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოზიციას საქართველოში.
სამუშაო ენა: ინგლისური, უზრუნველყოფილი იქნება თარგმანი (საჭიროების შემთხვევაში)
შეხვედრის განრიგი: 13.01.2023, 13:00 საათი;
ფორმატი და ადგილი: პირისპირ, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი, საკონფერენციო დარბაზი – 401


