აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა საყურადღებოდ!
გსურთ, ჩაერთოთ თქვენი ფაკულტეტისა და უნივერსიტეტის მართვაში?
გსურთ, წვლილი შეიტანოთ თქვენი ფაკულტეტის განვითარებაში?
მაშინ გამოიყენეთ შესაძლებლობა და გახდით თქვენი ფაკულტეტის საბჭოს წევრი!
2024 წლის 22 ივლისიდან ცხადდება ფაკულტეტის საბჭოს წევრთა არჩევნები იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და ინჟინერიის და ჯანდაცვის მეცნიერებათა ფაკულტეტებზე.
საბჭოს წევრების არჩევნების ორგანიზების მიზნით რექტორის ბრძანებით შექმნილია საარჩევნო კომისია. არჩევნების შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 2024 წლის 02 აგვისტოსა.
ფაკულტეტის საბჭოს შემადგენლობაში შედის ფაკულტეტის 4 აკადემიური პერსონალი და 2 სტუდენტი.