გსურთ, წვლილი შეიტანოთ თქვენი ფაკულტეტის განვითარებაში?
მაშინ გამოიყენეთ შესაძლებლობა და გახდით თქვენი ფაკულტეტის საბჭოს წევრი!
2021 წლის 29 ოქტომბერს გამოცხადდა ფაკულტეტის საბჭოს სტუდენტი წევრის არჩევნები ბიზნესისა და ინჟინერიის ფაკულტეტზე.
არჩევნების ორგანიზების მიზნით რექტორის ბრძანებით შექმნილია საარჩევნო კომისია. არჩევნების შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 18 ნოემბრისა.
ფაკულტეტის საბჭოს შემადგენლობაში შედის ფაკულტეტის 4 აკადემიური პერსონალი და 2 სტუდენტი.
საბჭოს წევრი სტუდენტი შეიძლება გახდეს აქტიური სტატუსის მქონე ფაკულტეტის ნებისმიერი სტუდენტი.
ფაკულტეტის საბჭოს წევრობის მსურველმა სტუდენტებმა დასაბუთებული განცხადებით (განცხადების ფორმა იხ. ბმულზე: https://eeu.edu.ge/wp-content/uploads/2021/10/gancxadeba.doc ) 2021 წლის 8 ნოემბრიდან 12 ნოემბრის ჩათვლით უნდა მიმართონ უნივერსიტეტის კანცელარიას ან გამოგზავნონ განცხადება ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@eeu.edu.ge.
დადგენილი წესების შესაბამისად წარმოდგენილი კანდიდატების განცხადებას საარჩევნო კომისია გადასცემს სტუდენტურ თვითმმართველობას, რომელიც თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით აირჩევს ფაკულტეტის საბჭოში სტუდენტ წევრს.