ბიზნესისა და ინჟინერიის ფაკულტეტის დებულების თანახმად 2021 წლის 23 დეკემბერს გაიმართა უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის საერთო კრება.
საერთო კრებაზე გამართული კენჭისყრის შედეგად ბიზნესისა და ინჟინერიის ფაკულტეტის საბჭოს სტუდენტ წევრად აირჩა სერგო ბრეგვაძე.
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი ულოცავს სერგო ბრეგვაძეს. ბიზნესისა და ინჟინერიის ფაკულტეტის საბჭოს წევრობას, უსურვებს წარმატებასა და ნაყოფიერ საქმიანობას.
შენიშვნა: არჩევნების შედეგები შეიძლება გასაჩივრდეს უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოში. გასაჩივრების უფლება აქვს არჩევნებში მონაწილე კანდიდატს, საარჩევნო კომისიის წევრს და ამომრჩეველს. არჩევნების შედეგების გასაჩივრების მიზნით, დასაბუთებული საჩივარი უნდა გამოგზავნოთ უნივერსიტეტის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე info@eeu.edu.ge არჩევნების შედეგების გამოქვეყნებიდან 24 საათის განმავლობაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ საჩივრები არ მიიღება.