საგანმანათლებლო და კვლევითი პროექტების გაძლიერების მიზნით, აშაფენბურგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში (გერმანია) – (Aschaffenburg University of Applied Sciences, Germany) აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) დელეგაცია იმყოფებოდა.
ვიზიტის ფარგლებში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა კახაბერ ლაზარაშვილმა და აშაფენბურგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, პროფესორმა ევა-მარია ბექ-მეუთმა მოაწერეს. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ითვალისწინებს უნივერსიტეტებს შორის აკადემიური და სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებასა და ხელშეწყობას. კერძოდ, სტუდენტებისა და პერსონალის გაცვლას, ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელებას, სამეცნიერო და სასწავლო რესურსების გაცვლასა და გამოცდილების გაზიარებას.
აშაფენბურგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი 1995 წელს დაარსდა და ამჟამად სტუდენტების რაოდენობა 3 550-ს ითვლის.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული: https://www.th-ab.de/en/