„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში აკადემიური პერსონალის ატესტაციის ჩატარების წესის“ შესაბამისად ცხადდება აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის (ასოცირებული პროფესორები) ატესტაცია.
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში აკადემიური პერსონალის ატესტაციის ჩატარების წესის“ შესაბამისად ცხადდება აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის (ასოცირებული პროფესორები) ატესტაცია.ატესტაციის მიზანია:
- აკადემიური სამეცნიერო საქმიანობის სტიმულირება;
- აკადემიური პერსონალის მაღალი პროფესიული კვალიფიკაციის უზრუნველყოფა;
- შესრულებული აკადემიური და სამეცნიერო საქმიანობის შეფასება;
- პროფესიული ზრდის, კვალიფიკაციის ამაღლების, მომზადების ან გადამზადების საჭიროების დადგენა.
ატესტაციას ექვემდებარება აკადემიური პერსონალი, რომელმაც აკადემიური თანამდებობა განუსაზღვრელი ვადით 2017 წელს დაიკავა.
აკადემიური პერსონალის ატესტაციის პროცესი წარიმართება სამ ეტაპად:
I ეტაპი – ატესტაციას დაქვემდებარებულ პირთა მიერ ანკეტა-რეზიუმეების წარმოდგენა (11 აპრილი – 21 აპრილი);
II ეტაპი – საატესტაციო კომისიის მიერ ანკეტა-რეზიუმეების შეფასება (26 აპრილი – 6 მაისი);
III ეტაპი – ფაკულტეტების საბჭოების მიერ გადაწყვეტილების მიღება და ატესტაციის შედეგების გამოქვეყნება ( 10 მაისი -13 მაისი);
ატესტაციას დაქვემდებარებულმა პირმა დადგენილ ვადებში საატესტაციო კომისიის სახელზე უნდა წარმოადგინოს შევსებული ანკეტა-რეზიუმე (იხ. მიმაგრებული ფაილი), მის მიერ ბოლო 5 წლის მანძილზე (თანამდებობის დაკავებიდან) განხორციელებული საქმიანობის შესახებ.
ატესტაციის პროცედურა, შეფასების კრიტერიუმები, შედეგების გასაჩივრების ვადები და სხვა პირობები იხილეთ დეტალურად „აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში “აკადემიური პერსონალის ატესტაციის ჩატარების წესში“.


